ხვიჩა კვარაცხელია

თათრეთის სპორტის მინისტრი: კვარაცხელიას დატოვება ყაზანში კარგი იქნებოდა, მაგრამ...

97
20 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაშს ყურადღებით აკვირდებიან წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტები, ხოლო კვარაცხელიას ტრანსფერის ფასი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თათრეთის სპორტის მინისტრმა ვლადიმირ ლეონოვმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩეს. ამის შესახებ მინისტრმა РИА Новости-ს ინტერვიუში განუცხადა.

„ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი არაა, ეს ქომაგთა უმრავლესობას სურს. ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა. სასიამოვნოა, რომ აქ გაიხსნა. თავადაც კარგი ბიჭია, პოზიტიური. შემდგომში უკვე მისი გადასაწყვეტია. თუ ევროპაში რომელიმე „გრანდში“ ითამაშებს, მისთვის კარგი იქნება. ვერ ვისაუბრებ კლუბის გენერალური მენეჯერის მაგივრად, მაგრამ ამ სეზონს აქ დაასრულებს. შემდგომი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაასრულებს სეზონს „რუბინი“, - განაცხადა ლეონოვმა.

20 წლის ქართველი ნახევარმცველის თამაშს ყურადღებით აკვირდებიან წამყვანი ევროპული კლუბების სკაუტები: „იუვენტუსის“, „მილანის“, „ნაპოლის“, „ბავარიის“. „ბორუსიის“, „სევილიის“. და ეს არ არის სრული ჩამონათალი იმ გუნდების, რომლებიც მზად არიან კვარაცხელიასთან მოლაპარაკებებისთვის.

თავის მხრივ, „რუბინის“ გენდირექტორი რუსტემ საიმანოვი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კვარაცხელიას შესაძლო გაყიდვაზე საუბრობდა.

Хвича Кварацхелия. Отборочный матч ЧМ-2022 по футболу между сборными Грузии и Испании на Динамо Арене. Счет 1:0 в пользу грузинской команды
© AFP / KIRILL KUDRYAVTSEV
ხვიჩა კვარაცხელია

ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt.com-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ტრანსფერის ამჟამინდელი ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა ამ მომენტისთვის კვარაცხელიას ტრანსფერის რეალური ფასი 15-20 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. ამ დროისათვის „რუბინის“ ნახევარმცველი - ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია.

რუსეთის პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიამ „რუბინში“ 21 მატჩი ითამაშა, გაიტანა ოთხი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით).

„რუბინის“ გენდირექტორი: იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია მომდევნო სეზონს ჩვენთან გაატარებს >>

მსოფლიო-2022-ის სამ შესარჩევ მატჩში (შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან) კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ნახევარმცველმა ესპანეთს (1:2) და საბერძნეთს (1:1) გაუტანა.

 

 

97
ეკატერინე გორგოძე

ქართველმა ჩოგბურთელმა ქალმა შვეიცარიაში ტურნირი წყვილთა თანრიგში მოიგო

25
გორგოძისთვის ეს ტიტული 2021 წელს პირველი გახდა, ხოლო ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას სულ 28 ტიტული აქვს მოპოვებული

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ყაზახ ანა დანილინასთან წყვილში მოიგო ITF-ს სერიის ტურნირი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გაიმართა.

ფინალში ქართულ-ყაზახურმა დუეტმა ორ სეტში მოუგო რებეკა მარინო (კანადა)/იუკი ნაიტოს (იაპონია) წყვილს - 7:5, 6:3. აღსანიშნავია, რომ ტურნირის განმავლობაში გორგოძე-დანილინას წყვილმა მეტოქეებს არც ერთი სეტი არ დაუთმო.

გორგოძისთვის ეს ტიტული 2021 წელს პირველი გახდა, ხოლო ITF-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მას ჯამში 28 ტიტული აქვს მოპოვებული.

ამჟამად გორგოძე WTA-ს რეიტინგში წყვილთა თანრიგში 125-ე ადგილს იკავებს. დიდი ალბათობით, შვეიცარიაში მიღწეული წარმატების შემდეგ ქართველი სპორტსმენი დაწინაურდება.

WTA-ს უმაღლეს, 115-ე პოზიციას წყვილთა თანრიგში გორგოძე გასულ წლის დეკემბერში იკავებდა.

25
ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო და რეკორდი დაამყარა

65
(განახლებულია 22:09 11.04.2021)
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა - ორი ოქრო და ორი ვერცხლი

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ჩვენი სპორტსმენის შედეგმა 485 კგ შეადგინა (222 კგ ატაცში და 263 აკვრაში). ტალახაძემ 1 კილოგრამით გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი ორჭიდის ჯამში და 2 კილოგრამით - ატაცში. აღსანიშნავია, რომ სომხეთის წარმომადგენელს, ვიცე-ჩემპიონ გორ მინასიანს (464) ტალახაძემ 21 კილოგრამით (!) აჯობა. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ვარაზდათ ლალაიანი (445).

ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ (!) გახდა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა - ორი ოქრო და ორი ვერცხლი. ტურნირის გამარჯვებული გახდა ასევე ანტონ პლესნიო (-96 კგ), ხოლო ვიცე-ჩემპიონები - რევაზ დავითაძე (-89 კგ) და შოთა მიშველიძე (-61 კგ). გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების აქტივშია ორი „მცირე“ ჯილდო - ანასტასია გოტფრიდის ოქრო ატაცში და გოგი ჩხეიძის ბრინჯაო აკვრაში (-67 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა დაუთმო სომხეთს (2-2-3) და ბულგარეთს (2-2-1) და მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

65

ხერთვისის უძველესი ციხესიმარგე - ვიდეო

0
ხერთვისის ციხის კომპლექსი, ისტორიკოსების მონაცემებით, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო ჟამთააღმწერელი ლეონტი მროველის გადმოცემით - ჩვენს ერამდე IV საუკუნეს

დღეს მიიჩნევა, რომ საქართველოს ეს ფეოდალური პერიოდის ერთ-ერთი უძველესი და კარგად შემონახული ციხეა. ინტერესი ამ ადგილისადმი უფრო და უფრო იზრდება.

ციხესიმაგრე აგებულია მდინარე ფარავნისა და მდინარე მტკვრის შეერთების ადგილთან, ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან 15 კილომეტრში. ხერთვისი და ვარძია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის კანდიდატები არიან.

0