შოთა მიშველიძე

საქართველომ ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

72
(განახლებულია 14:07 05.04.2021)
ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე გამოვა, რომელიც 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მიშველიძემ ორჭიდის ჯამში 290 კგ მოაგროვა (ატაცში 135 კგ და აკვრაში 155 კგ).

ამავე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი, რამინ შამილიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში მოგროვებული 279 (124+155) კილოგრამით მერვე ადგილი დაიკავა.

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ბულგარელი სტილიან გროზდევი. მისი შედეგია 296 კგ (136+160).

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე გამოვა, რომელიც 67 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

72
თემები:
სპორტის ამბები (1067)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

25
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

25
ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

65
რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი კლუბი, ქვეყანა ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“, რუსეთი 15,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“, უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“, ბელგია 3,2
საბა კვერკველია „როტორი“, რუსეთი 3,0
ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“, ავსტრია 3,0

          

    

          

          

      

 

65
კვერცხი პომიდვრით

კვერცხიანი პომიდვრის უჩვეულო რეცეპტი: დეტალური ვიდეოაღწერა

0
(განახლებულია 14:32 14.04.2021)
კვერცხისა და პომიდვრისგან არაერთი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, სრულიად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • პომიდორი — სასურველი რაოდენობით,
  • კვერცხი — იმდენი, რამდენ პომიდორსაც შეარჩევთ;
  • ყველი — თითო პომიდორზე საშუალოდ 30 გრამის გათვლით.
  • მარილი, ორეგანო და სხვა სუნელები თქვენი გემოვნების მიხედვით;
  • ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი

აიღეთ პომიდვრები და მოაჭერით თავები, შემდეგ კი კოვზით ფაქიზად ამოუღეთ გულები. მოჭრილი თავები არ გადაყაროთ;

ჩაასხით სათითაოდ ყველა პომიდორში ცოტა ზეითუნის ზეთი და ჩაუშვით კვერცხი;

მოაყარეთ მარილი, შერჩეული სუნელები და ფრთხილად მოურიეთ კვერცხს კოვზით;

შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და პომიდვრებს  დაახურეთ მოჭრილი თავები. უკეთ დასამაგრებლად შეგიძლიათ კბილის ჩხირები გამოიყენოთ;

მოაფინეთ ჰაერღუმლის ტაფას ფოლგა და დაალაგეთ ზედ პომიდვრები. შედგით 170 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

როცა კერძი მზად იქნება, ამას თვალით შეატყობთ.

გამოიღეთ ღუმლიდან და გემრიელად  მიირთვით!

სხვა უჩვეულო და გემრიელ რეცეპტებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ>> 

0
თემები:
გემრიელი სამზარეულო