ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში

საქართველომ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში წარუმატებელი სტარტი აიღო

128
დღეს ფიცარნაგზე გამოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი - ორივე 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა წარუმატებლად დაიწყეს ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს.

55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ შეჯიბრებაში გიორგი დოკვაძემ ექვსიდან მხოლოდ ორი მცდელობა განახორციელა და А ჯგუფში ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა.

პირველ მცდელობაზე ატაცში დოკვაძემ 105 კგ-იანი შტანგა აწია, მაგრამ ორი შემდგომი მისვლა (108 და 109 კგ) წარუმატებელი აღმოჩნდა. ანალოგიური სიტუაცია აკვრაშიც მოხდა. ის გაუმკლავდა 124 კგ წონას, მაგრამ 129 კგ-იანი შტანგა ქართველ სპორტსმენს არ დაემორჩილა.

ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ანგელ რუსევი ბულგარეთიდან, რომელმაც ჯამში 259 კგ დააგროვა (111 კგ ატაცში და 147კგ - აკვრაში).

დღესვე ფიცარნაგზე გამოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი. შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი თავის ძალებს მოსინჯავენ 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში.

ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირში მონაწილეობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიო მრავალგზის რეკორდსმენი  - ლაშა ტალახაძე.

128
ჯაბა კანკავა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

34
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
© Sputnik / Konstantin Ivanov
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

34
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

33
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

33
აქცია

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

0
(განახლებულია 14:12 15.04.2021)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექვსივე დაკავებულს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს  ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში