ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია შეუჩერებელია - ქართველმა ნახევარმცველმა „რუბინს“ მოაგებინა

77
შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას დუბლის გაფორმების შესანიშნავი საშუალება ჰქონდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ სტუმრების მეკარეს მოხვდა

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პირველი ლიგის XXIV ტურის შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა - „რუბინმა“ შინ „სოჭს“ ანგარიშით 1:0 მოუგო.

ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოს ფარგლებიდან უძლიერესი და ულამაზესი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია გამოვიდა არა სასტარტო შემადგენლობაში, არამედ მეორე ტაიმში - ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო-2022-ის სამი შესარჩევი მატჩში ითამაშა.

შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას დუბლის გაფორმების შესანიშნავი საშუალება ჰქონდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ სტუმრების მეკარეს მოხვდა.

ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში „სოჭის“ კარებში გატანილი გოლი ხვიჩასათვის რუსეთის პირველი ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რიგით მესამეა. ასევე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა რვა შედეგიანი გადაცემაა, მათ შორის პენალტები.

რაც შეეხება „რუბინს“, კლუბმა „სოჭს“ პირველად მოუგო. მანამდე იყო ორი წაგება და ერთი ფრე. XXIV ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ „რუბინს“ 40 ქულა და მეოთხე ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა, რაც ევროთასზე საგზურის მოპოვების გარანტიაა.

77
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

29
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

29
ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

66
რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი კლუბი, ქვეყანა ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“, რუსეთი 15,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“, უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“, ბელგია 3,2
საბა კვერკველია „როტორი“, რუსეთი 3,0
ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“, ავსტრია 3,0

          

    

          

          

      

 

66
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

0
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

0
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი