მეტოქეს რთული მატჩი ელის - სანიოლი საბერძნეთში მოგებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
საქართველოს საფეხბურთო გუნდი ორი დასანანი მარცხის შემდეგ საბერძნეთს სტუმრად დღეს დაუპირისპირდება. სანიოლის გუნდის შემადგენლობაში არის რამდენიმე ცვლილება.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრისთვის საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ემზადება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფეხბურთში საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის „დინამო არენაზე“ - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ქართველები ესპანელების წინააღმდეგ თბილისში – ფეხბურთელების პაექრობა და ქომაგების ემოციები

ქართველი ფეხბურთელები საბერძნეთში გუშინ გაემგზავრნენ, სადაც დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ბერძნებს შეხვდებიან. ჩვენმა გუნდმა სალონიკში მატჩისწინა ბოლო ვარჯიში „ტუმცა არენაზე“ გამართა, საწვრთნელ პროცესში კი მონაწილეობას 23 ფეხბურთელი იღებდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდის ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ შეხვედრასა და ნაკრების გეგმებზე ისაუბრა. სანიოლმა აღნიშნა, რომ ნაკრებს იოლი მატჩი არ ელის, თუმცა მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ის ბერძნების დამარცხებას შეეცდება.

„საბერძნეთმა ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს“, - განაცხადა სანიოლმა.

საკადრო პრობლემები გამო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ჯიმი ტაბიძისა და ლევან შენგელიას ნაცვლად გამოძახებული არიან დავით კობოური და ირაკლი აზაროვი. ორივე ფეხბურთელი საბერძნეთთან მატჩში ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს. საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
  • მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), დავით კობოური („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („დინამო“, ბათუმი, თბილისი)
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, ვარშავა, პოლონეთი)
  • თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

„ღმერთის დაბრუნება“ საქართველოს ნაკრებთან მატჩში და ძიუდოისტების კარგი დასაწყისი>>

სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა ორი შეხვედრა  ჩაატარა. პირველ შემთხვევაში სტოკჰოლმში ქართველი ფეხბურთელები მინიმალური სხვაობით ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, შემდეგ კი საშინაო კედლებში უძლიერეს ესპანეთთან დიდი წინააღდეგობის მიუხედავად საქართველომ მატჩი 1:2 დათმო.

ყველა ახალი ამბავი
0