ფეხბურთი. საქართველო-ესპანეთი

საქართველო-ესპანეთი: შეხვედრის პირველი გოლი გავიდა

228
(განახლებულია 21:08 28.03.2021)
შეხვედრის პირველი გოლი 44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მანამდე კი ორი ყვითელი ბარათი ესპანეთმა დაიმსახურა, ერთი - ქართველებმა.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში თბილისში „დონამო-არენაზე“ მიმდინარე მატჩში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის პირველი გოლი ქართველებმა გაიტანეს.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყო.

პირველი ტაიმის 44-ე წუთზე შეხვედრის პირველი გოლი ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

შესვენებაზე გუნდები გავიდნენ 1:0 ანგარიშით საქართველოს სასარგებლოდ.

მანამდე კი ორი ყვითელი ბარათი ესპანეთმა დაიმსახურა, ერთი - ქართველებმა.

 

228
ჯაბა კანკავა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

38
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
© Sputnik / Konstantin Ivanov
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

38
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

33
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

33
გიორგი ღოღობერიძე

გიორგი ღოღობერიძე: ოჯახში ტოლეტანტები ვიყავით...

0
(განახლებულია 14:48 15.04.2021)
გიორგი ღოღობერიძე იხსენებს ბავშვობას და ამბობს, რომ მისი აღზრდა- განათლება მამის დამსახურებაა, რომელსაც სურდა, რომ შვილი მარტო ერთ სფეროში არ ყოფილიყო განსწავლული.

 

გიორგი ღოღობერიძე: ოჯახში ტოლეტანტები ვიყავით...
„ყანა, რომელსაც ვამუშავებდი ხოლმე, ძალიან დიდი იყო და საკმაოდ შორს ჩვენი სახლიდან. როცა ნაგავი გამქონდა, მერე სიმინდს ვთესავდი, შემდეგ მიწას აზოტის დაყრა სჭირდებოდა. ამ სამუშაოს სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვაკეთებდი“, - იხსენებს გიორგი ღოღობერიძე.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე: „მამა მეზღვაური იყო და მას წელიწადში მხოლოდ ორ თვეს ვხედავდი სახლში. მერე მან უარი თქვა ყველაფერზე. ის ტელეწამყვანი გახდა და აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალისტობიდან სამოქალაქო სფეროში გადაინაცვლა და დღეს ადვოკატია.“

0