თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ესპანეთის ნაკრების ვარჯიშს თბილისში „დინამო-არენაზე“ ორი ინციდენტი მოყვა.
იმ დროს, როდესაც ესპანელი ფეხბურთელები „დინამო-არენას“ მოედანზე სავარჯიშოდ გავიდნენ, გაზონზე რამდენიმე ფანატი გავარდა. სტადიონის დაცვის წარმომადგენლებმა გარკვეული დროის შემდეგ „შეიპყრეს“ ქომაგები და ტრიბუნების ქვემოდ არსებულ სივრცეში ჩაიყვანეს.
მას მერე, რაც აღნიშნული ინციდენტი ამოიწურა, „ფურია როჰას“ ფეხბურთელებმა ვარჯიში დაიწყეს, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შეძლეს. „დინამო-არენაზე“ მოულოდნელად დენი გაითიშა და ესპანეთის ნაკრებს სტადიონის დატოვება მოუწია. რადგან პრობლემა უმოკლეს დროში ვერ აღმოიფხვრა, სტუმრების სამწვრთნელო შტაბმა სასტუმროში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
დაეკისრება თუ არა რაიმე სანქციები „დინამო-არენას“ ინციდენტების გამო, ჯერჯერობით უცნობია.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება.
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.
კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.
კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.
თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.
ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.
ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.
რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).
„ყანა, რომელსაც ვამუშავებდი ხოლმე, ძალიან დიდი იყო და საკმაოდ შორს ჩვენი სახლიდან. როცა ნაგავი გამქონდა, მერე სიმინდს ვთესავდი, შემდეგ მიწას აზოტის დაყრა სჭირდებოდა. ამ სამუშაოს სკოლის პერიოდიდან მოყოლებული ვაკეთებდი“, - იხსენებს გიორგი ღოღობერიძე.გიორგი ღოღობერიძე: ოჯახში ტოლეტანტები ვიყავით...
ექიმი გიორგი ღოღობერიძე: „მამა მეზღვაური იყო და მას წელიწადში მხოლოდ ორ თვეს ვხედავდი სახლში. მერე მან უარი თქვა ყველაფერზე. ის ტელეწამყვანი გახდა და აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა. ჟურნალისტობიდან სამოქალაქო სფეროში გადაინაცვლა და დღეს ადვოკატია.“