ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

74
(განახლებულია 11:03 27.03.2021)
წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 38-ე ნომერი) მაიამიში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ბასილაშვილმა შვედ მიკაელ იმერთან (95) სამ სეტში წააგო - 3:6, 6:4, 4:6. მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორივე ჩოგბურთელმა უამრავი შეცდომა დაუშვა. საერთო ჯამში ბასილაშვილმა შვიდი თავისი ჩაწოდება წააგო, იმერმა - 6.

დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო.

„მასტერსის“ საპრიზო ფონდი 4,3 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

74
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

24
(განახლებულია 00:27 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 კრაინოვიჩის სასარგებლოდ იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია დაზიანების გამო ვერ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა - ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტებზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

24
ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

65
რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი კლუბი, ქვეყანა ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“, რუსეთი 15,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“, უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“, ბელგია 3,2
საბა კვერკველია „როტორი“, რუსეთი 3,0
ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“, ავსტრია 3,0

          

    

          

          

      

 

65
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

თბილისი ბეთჰოვენის მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

0
(განახლებულია 11:49 14.04.2021)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრე ვასაძე წარდგება

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების საღამო თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ–მუსიკალურ ცენტრში 18 მარტს გაიმართება. 

სცენაზე გაიჟღერებს ორკესტრის თანხლებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3 და სიმფონია №7. მსმენელის წინაშე წარდგება სიმფონიური ორკესტრი დავით მუკერიას დირიჟორობით და ასევე ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.

ბეთჰოვენი გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, „ვენის კლასიკური სკოლის“ ბოლო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში.  ბეთჰოვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა