ფეხბურთი: საქართველო შვედეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა

© Sputnik / Levan Avlabreliვაკო გვილია და ჯაბა კანკავა
ვაკო გვილია და ჯაბა კანკავა - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
შეხვედრის ეწრთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში, 35-ე წუთზე, შვედი ლეგენდის, 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით გავიდა

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და შვედეთს შორის ანგარიშით 1:0 შვედეთის სასარგებლოდ დასრულდა. მატჩი შვედეთის ქალაქ სოლნაში გაიმართა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ არ შეცვლილა. შეხვედრის ეწრთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში, 35-ე წუთზე, შვედი ლეგენდის, 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით გავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ოთარ კიტეიშვილით შეცვალა.

შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე გუნდებმა ერთმანეთს განსაკუთრებული ვერაფერი შესთავაზეს. მე-60 წუთზე ვილი სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა, ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად შემტევი ლევან შენგელია შემოვიდა, ხოლო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ვარშავის „ლეხიას“ ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შეცვალა.

ფეხბურთი. საქართველო-მაკედონია - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
საქართველო-შვედეთის მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა: მასპინძლები დაწინაურდნენ

მეორე ტაიმში შვედმა ფეხბურთელებმა მოედნის ზონები კარგად გადაკეტეს და „ჯვაროსნებს“ სივრცეები იდეალურად შეუზღუდეს. საინტერესოა, რომ სანიოლმა მოედანზე ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად არჩევანი უნგრეთის ჩემპიონატში მოთამაშე გიორგი ბერიძეზე შეაჩერა. ბერიძე შემოსვლისთანავე მატჩში აქტიურად ჩაერთო და მეორე ტაიმში საქართველოს ერთადერთ სახიფათო შეტევაში მიიღო მონაწილეობა. მატჩის 82-ე წუთზე ბერიძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი გიორგი აბურჯანიას გადასცა, რომელმაც ლევან შენგელია კარგად შეამჩნია და დასარტყმელად დაუგორა. ლევანმა მეტოქის კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა, თუმცა მეკარემ შეტევის განეიტრალება შეძლო.

მატჩის 84-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც „ანორთოსისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია შეცვალა. მიქაუტაძემ შეხვედრის მიწურულს ვერაფერი მოახერხა და საბოლოოდ ჩვენი ნაკრები ანგარიშით 1:0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს მატჩის მეორე ტაიმში სახიფათო მომენტი თითქმის არ შეუქმნია, თუმცა გამარჯვებულები მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დარჩნენ.

საქართველოს და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. შეხვედრას ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი უძღვება. კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა.

ამ მოგების შემდეგ შვედეთი В ჯგუფის ლიდერი გახდა, რადგან პარალელურ მატჩში ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხა საბერძნეთი. შეხვედრა დასრულდა ფრედ - 1:1.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ 28 მარტს გამართავს. მატჩს მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

ყველა ახალი ამბავი
0