ეთერ ლიპარტელიანი

ისტორიაში პირველად ქართველი ქალი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე იჭიდავებს

49
(განახლებულია 16:16 23.02.2021)
ეთერ ლიპარტელიანი ისრაელში გამართულ გრანდ სლემზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ რეიტინგში შვიდი საფეხურით დაწინაურდა. ის პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ განახლებულ რეიტინგში 21-ე ადგილზე გადაინაცვლა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც საერთო რეიტინგში 500 ქულა დაემატა და შვიდი საფეხურით დაწინაურდა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც გრანდ სლემის ტურნირზე მედლის მოპოვება მოახერხა. პარალელურად ის პირველი ქართველი ქალია, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

49
თემები:
სპორტის ამბები (1017)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ბრიტანელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება

6
(განახლებულია 11:09 01.03.2021)
მიმდინარე სეზონზე ბასილაშვილმა ექვსი მატჩიდან ორი წარმატებით დაასრულა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბასილაშვილისა და ნორის მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკილოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე–40 ნომერი) როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირის პირველ წრეზე ბრიტანელ კემერონ ნორს (65) დაუპირისპირდება.
ჩოგბურთელებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება კორტებზე.

მიმდინარე სეზონზე ბასილაშვილმა ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც ორი მისი გამარჯვებით დასრულდა. იანვრის დასაწყისში ანტალიაში ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრალიელ ალექს დი მინუართან ორ სეტში დათმო – 2:6, 4:6. ამის შემდეგ ბასილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამ ტურნირში – მელბურნში, Australian Open–ზე და მონპელიეში, სადაც პირველივე წრეზე მარცხი იგემა.

როტერდამის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მლნ 112 ათასი ევროა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ფრანგი გაელ მონფისია.

6
თემები:
სპორტის ამბები (1017)
თავისუფალი ჭიდაობა

გუნდური პირველი ადგილი და 15 მედალი კიევიდან - ქართველი მოჭიდავეების წარმატება

17
(განახლებულია 11:07 01.03.2021)
უკრაინის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე საქართველომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 11 მედალი მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედლით გუნდური მეორე ადგილის დაკავება შეძლეს

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. უკრაინის დედაქალაქ კიევში 26-28 თებერვალს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

საქართველომ კიევში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ბერძნულ-რომაული სტილით სახეობაში 11 მედალი მოიპოვა და გუნდურ პირველ ადგილსაც დაეუფლა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის, ხოლო ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს.

საქართველოს სახელით ბერძნულ-რომაულ სტილი მოჭიდავეთა შორის წარმატებას შემდეგმა სპორტსმენებმა მიაღწიეს:

  • ნუგზარ წურწუმია (55კგ) - ოქრო
  • ლერი აბულაძე (63კგ) - ოქრო
  • რამაზ ზოიძე (67კგ) - ოქრო
  • აივენგო რიკაძე (82კგ) - ოქრო
  • იაკობ ქაჯაია (130კგ) - ოქრო
  • ჯონი ხეცურიანი (67კგ) - ვერცხლი
  • შმაგი ბოლქვაძე (72კგ) - ვერცხლი
  • ლაშა გობაძე (87კგ) - ვერცხლი
  • გიორგი მელია (97კგ) - ვერცხლი
  • ზვიად პატარიძე (130კგ) - ვერცხლი
  • რამაზ სილაგავა (55კგ) - ბრინჯაო

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, მათ უკრაინაში ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მოგება შეძლეს. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბკზე ასვლა ნიკა კენჭაძემ (79კგ), ირაკლი მწითურმა(92კგ), გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125კგ) მოახერხეს. საქართველომ თავისაფული სტილით ჭიდაობაში გუნდურ ჩათვლაში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.

17
თემები:
სპორტის ამბები (1017)
დონალდ ტრამპი

ამერიკელი კონსერვატორები ირჩევენ დონალდ ტრამპს: გამოკითხვის შედეგები

0
(განახლებულია 11:31 01.03.2021)
კონფერენციაზე ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ერთ თვეში ის უკვე იქცა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აშშ–ის კონსერვატიული წრეების დიდ ნაწილს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად 2024 წელს დონალდ ტრამპის ხილვა სურს, იუწყება Fox News–ი.

აღნიშნულს ადასტურებს გამოკითხვა, რომელიც ორლანდოში (კალიფორნიის შტატი) კონსერვატორული პოლიტიკური მოქმედებების  კონფერენციაზე  (Conservative Political Action Conference)  ჩატარდა.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, კონფერენციის მონაწილეთა 68% თანახმაა, რომ დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამასთან ამდენივეა მომხრე, რომ ქვეყანაში ექს–პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი შენარჩუნდეს.

გარდა ამისა, გამოკითხვა ჩატარდა კიდევ ერთ საკითხზე: კერძოდ, ვის დაუჭერდნენ მხარს კონფერენციის მონაწილეები რესპუბლიკელების პრაიმერიზებში არჩევნების წინ. გაირკვა, რომ 55% ტრამპის მომხრეა. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი — 21%-ით, ხოლო მესამეზე სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტინ ნოემი — 4%-ით.

ურყევი მხარდაჭერა: დონალდ ტრამპს მეორე იმპიჩმენტმაც ვერ ავნო>>

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგები პირდაპირ ეთერში გამოცხადდა კონფერენციაზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის წინ.

ეს იყო აშშ–ის ექს–პრეზიდენტის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა