თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეოთხედფინალური მატჩი ხორვატიასთან ანგარიშით 6:15 დათმო.
დეან სტანოევიჩის შეგირდებმა ხორვატებს ყველა მეოთხედში დაუთმეს - 2:3, 1:6, 1:2, 2:4. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ლუკა ბუკიჩი, რომელმაც ირაკლი რაზმაძის კარი ოთხჯერ აიღო. ქართულ გუნდში ნიკა შუშიაშვილმა და მარკო ელეზმა ორ-ორი გოლი გაიტანეს.
მეოთხედფინალში განცდილმა მარცხმა წაართვა ქართველ წყალბურთელებს ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურის მოპოვების შანსი, რადგან იქ ტურნირის სამი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.
ნახევარფინალში ერთმანეთს ჯერ ხორვატია და მონტენეგრო დაუპირისპირდება, შემდეგ საბერძნეთი რუსეთი/კანადას წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. ქართველების პირველი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება. მატჩი დღეს გაიმართება.
თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. კიევის საერთაშორისო ტურნირზე კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, იუწყება „პირველი არხი“.
ბერძნულ-რომაულ სტილით საქართველოს სახელით 27 სპორტსმენი იჭიდავებს, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკრაინაში 19 ქართველი იასპარეზებს. უკრაინის დედაქალაქში სულ 33 ქვეყნის ეროვნული გუნდი შეიკრიბება.
საქართველოს ნაკრების განაცხადი მომავალი ტურნირისთვის ასე გამოიყურება
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრები:
თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ნაკრები:
პირველ საჭიდაო დღეს კიევის საერთაშორისო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 72, 82, 97 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები გამართავენ, ხოლო თავისუფალი სტილში 57, 65, 74, 86, 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მხარეებმა დაგეგმილი ტურნირის ჩატარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუწყება „პირველი არხი“.
ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ). ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში არსებულ სამთო კურორტებზე შეჯიბრებების გამართვას. შეხვედრაზე ასევე საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში“, – განაცხადა თურნავამ.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.
საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება>>
აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტურნირები ქართული მთების პოპულარიზაციას კარგად წაადგება.
შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.
„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.
მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.
კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.