ძიუდო: ქართველებმა თელ-ავივის ტურნირის მეორე დღეს მხოლოდ ერთი ბრინჯაო აიღეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნუგზარ ტატალაშვილი
ნუგზარ ტატალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
„დიდი სლემის“ მეორე დღეს საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი გავიდა ტატამზე, მაგრამ წარუმატებლად.

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა პარასკევს „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მეორე დღეს თელ-ავივში (ისრაელი) მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მესამე ადგილი 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა დაიკავა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან შვედ ტომი მასიასს აჯობა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოდა საქართველოს კიდევ ერთი, ყველაზე გამოცდილი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი. თუმცა ლონდონის ოლიმპიურმა ჩემპიონმა (2012) ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელთან, ტოხარუ ბუტბულასთან წააგო.

„დიდი სლემის“ მეორე დღეს ტატამზე გავიდა საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი - ვლადიმერ ახალკაცი და ლუკა მაისურაძე (ორივე -81 კგ). ორივემ წარუმატებლად იასპარეზა - ახალკაცმა პირველივე შერკინება წააგო, ხოლო მაისურაძემ - მეორე რაუნდი.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრები იქნება წარმოდგენილი ექვსი სპორტსმენით: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური (ორივე -90 კგ), ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ), გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი (ორივე +100 კგ).

ამჟამად საქართველოს ძიუდოს ნაკრების აქტივში სამი მედალია. ტურნირის პირველ დღეს ვიცე-ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (-60 კგ), ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0