წყალბურთი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

82
(განახლებულია 10:13 20.02.2021)
ტოკიოს ოლიმპიადაზე საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. მეოთხედფინალში საქართველოს მოწინააღმდეგე დღეს გაირკვევა.

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე მატჩი მონტენეგროსთან ანგარიშით 11:9 დათმო.

დეიან სტანოევიჩის ნაკრებმა A ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს არაფერი დაუთმო და სამი მეოთხედის განმავლობაში უძლიერესი თამაში აჩვენა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი, მესამე და ბოლო მეოთხედები მონტენეგროსთან ჩვენმა წყალბურთელებმა ფრედ ითამაშეს (3:3, 1:1, 4:4), თუმცა მეორე მეოთხედში მეტოქეთა გუნდის წყალბურთელის ვლადო პოპადიჩის მიერ გატანილი ბრწყინვალე გოლი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მატჩის მიწურულს მონტენეგროელებმა ანგარიშში სხვაობა საგრძნობლად გაზარდეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ბრძოლის შედეგად სხვაობის ორამდე დაყვანა შეძლო და საბოლოო ანგარიში 11:9 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე 1/4 ფინალურ ეტაპზე B ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება, რომელის ვინაობაც დღეს 21:00 საათზე გასამართი მატჩების შემდეგ გაირკვევა. ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას საკვალიფიკაციო ეტაპის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

82
თემები:
სპორტის ამბები (1015)
ჭიდაობა

ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირისთვის ემზადებიან: ცნობილი გახდა ნაკრების შემადგენლობა

25
(განახლებულია 19:57 26.02.2021)
26-დან 28 თებერვლის ჩათვლით კიევი ჭიდაობაში რიგით მე-14 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. უკრაინაში 33 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გამოვლენ.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. კიევის საერთაშორისო ტურნირზე კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, იუწყება „პირველი არხი“.

ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს სახელით 27 სპორტსმენი იჭიდავებს, ხოლო თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უკრაინაში 19 ქართველი იასპარეზებს. უკრაინის დედაქალაქში სულ 33 ქვეყნის ეროვნული გუნდი შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების განაცხადი მომავალი ტურნირისთვის ასე გამოიყურება:

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ნაკრები

  • 55კგ – ნუგზარ წურწუმია, რამაზ სილაგავა
  • 60კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი, დათო ჩხარტიშვილი, ამირან შავაძე, გიზო მელაძე
  • 63კგ – ლერი აბულაძე, ლევან ქავჟარაძე
  • 67კგ – რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, ჯონი ხეცურიანი
  • 72კგ – შმაგი ბოლქვაძე, ოთარ აბულაძე
  • 77კგ – გელა ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი, საჩინო დავითაია
  • 82კგ – აივენგო რიკაძე, დემურ ქავთარაძე
  • 87კგ – თორნიკე ძამაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე
  • 97კგ – გიორგი მელია, ირაკლი ქაჯაია, რევაზ ნადარეიშვილი
  • 130კგ – იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე, ლევან არაბული

თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ნაკრები

  • 57კგ – ოთარ გოგავა, რობერტ დინგაშვილი
  • 61კგ – თეიმურაზ ვანიშვილი, თორნიკე ქათამაძე
  • 65კგ – შმაგი თოდუა, გიორგი ჭოლაძე, შოთა ფარტენაძე
  • 70კგ – ზურაბ იაკობიშვილი, მირზა სხულუხია
  • 74კგ – გიორგი სულავა, თემურ ბერუაშვილი
  • 79კგ – ნიკა კენჭაძე, ტარიელ გაფრინდაშვილი, ევსემ შველიძე
  • 86კგ – საბა ჩიხრაძე
  • 92კგ – ირაკლი მწითური
  • 97კგ – ელიზბარ ოდიკაძე, ზურიკო ურთაშვილი
  • 125კგ – გივი მაჭარაშვილი

პირველ საჭიდაო დღეს კიევის საერთაშორისო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით 55, 63, 72, 82, 97 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები გამართავენ, ხოლო თავისუფალ სტილში 57, 65, 74, 86, 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.

25
თემები:
სპორტის ამბები (1015)
ჰელი–სქი

თურნავა: ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო თასის ეტაპს

30
(განახლებულია 20:48 25.02.2021)
მსოფლიო თასის აღნიშნული ეტაპი 26-28 თებერვალს ჩატარდება. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მხარეებმა დაგეგმილი ტურნირის ჩატარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუწყება „პირველი არხი“.

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ). ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში არსებულ სამთო კურორტებზე შეჯიბრებების გამართვას. შეხვედრაზე ასევე საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში“, – განაცხადა თურნავამ.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.

საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება>>

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტურნირები ქართული მთების პოპულარიზაციას კარგად წაადგება.

  • „ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია. ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა პატრიკ ლანგმა.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

30
თემები:
სპორტის ამბები (1015)
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში