რბენა

ქართველი მძლეოსანი თურქეთის ტურნირის გამარჯვებულია ვიდეო

53
(განახლებულია 20:23 17.02.2021)
ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 47,26 წამში დაფარა და ამით საქართველოს რეკორდი დაამყარა დახურულ დარბაზებში.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ქართველი მძლეოსანი მინდია ენდელაძე სტამბულში მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა 400 მეტრზე რბენაში.

დისტანცია ენდელაძემ 47,26 წამში დაფარა და საქართველოს რეკორდი დაამყარა დახურულ დარბაზებში.

ამ გამარჯვების წყალობით ენდელაძემ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტორუნში 4–8 მარტს გაიმართება.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, მინდიასგან ამ შედეგს ველოდით, რადგან წინა ტურნირზეც შესანიშნავად იასპარეზა. ორმაგად ვამაყობ, რადგან ამით საქართველოს რეკორდიც მოვხსენით", – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა. 

სტამბულის ტურნირში 30 ქვეყნის მძლეოსნები მონაწილეობდნენ. ენდელაძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

53
თემები:
სპორტის ამბები (1023)
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა წარუმატებელი სერია დაასრულა და კატარში მეტოქე დაამარცხა

39
(განახლებულია 22:43 08.03.2021)
ბასილაშვილმა ზედიზედ ხუთი წაგებული შეხვედრის შემდეგ ავსტრალიელი სპორტსმენი დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) АТР-250 სერიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ჩემპიონატი დოჰაში (კატარი) ტარდება.

პირველ წრეში ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯონ მილმანი (41) სამ სეტში დაამარცხა – 2:6, 6:4, 6:2. მატჩი 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.

პირველ პარტიაში ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ჩაწოდებიდან სამი წააგო და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მეორე სეტში ორივე მხარემ არაერთი შეცდომა დაუშვა, თუმცა ავსტრალიელმა - ოდნავ მეტი.

რაც შეეხება მესამე სეტს, ბასილაშვილმა ის თითქმის იდეალურად ჩაატარა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰარმონიული თამაშით ორი ბრეიკი შეასრულა, რამაც საბოლოო წარმატება მოუტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ მილმანის დამარცხებით ბასილაშვილმა დაასრულა წარუმატებელი სერია. ტურნირის მეორე წრეში გასვლის შედეგად მან 20 რეიტინგული ქულა და თითქმის 17 ათასი დოლარი საპრიზო თანხა მოიპოვა.

ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ბრიტანელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება >>

მეორე რაუნდში ბასილაშვილი შეხვდება ბორნ ჩორიჩისა (ხორვატია) და მალიკ ჟაზირის (ტუნისი) წყვილის გამარჯვებულს.

დოჰას ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 891 ათასი აშშ დოლარია, მოქმედი გამარჯვებული კი რუსი ანდრეი რუბლიოვია, რომელიც კატარში თავისი ტიტულის დასაცავად ასპარეზობს.

39
„ეტლით თხილამურების ჩემპიონატი

გორში მცხოვრები შშმ სამხედროს გუნდმა „ეტლით თხილამურების ჩემპიონატი" მოიგო

47
სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აჩვენეს, რომ ძლიერი ნებისყოფის შემთხვევაში სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. გუნდი გორიდან გახდა გამარჯვებული „ეტლით თხილამურების ჩემპიონატში", რომელიც ბაკურიანში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

წელს ჩემპიონატი მეორედ ჩატარდა. მასში სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი 30 სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას.

პირველი ადგილი სამხედრო მოსამსახურის, გორელი ვეფხია გელაშვილის გუნდმა გაიმარჯვა. ინდივიდუალურ პირველობაში შიდა ქართლის წარმომადგენლებმა მეორე ადგილი დაიკავეს. თავი ისახელა რევაზ გორგაძემ.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

სპორტული ტურნირი გაიმართა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებიანი მდგომარეობის დამკვიდრებას.

47
ადამიანის ფსიქოლოგია

ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“

0
(განახლებულია 13:07 08.03.2021)
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს

ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

ვერძი

ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.

კურო

კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.

ტყუპი

ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენზე ზრუნავენ.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

კირჩხიბი

გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.

ლომი

ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოკმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.

ქალწული

თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებბში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული>>

სასწორი

ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.

მორიელი

თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.

მშვილდოსანი

თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

თხის რქა

თქენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.

მერწყული

თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველ წუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.

თევზები

თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოსჩანხართ.

ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა">>

0