საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს სათავეში „ბაიერნის“ მწვრთნელი ჩაუდგა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშივილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
სანიოლის დებიუტი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგება 25 მარტს - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სანიოლის დანიშვნის გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული.

43 წლის ფრანგ მწვრთნელთან გაფორმდა ორწლიანი კონტრაქტი, ამავე ვადით გაგრძელების შესაძლებლობით. სანიოლის დებიუტი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგება 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ.

„მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს", - მოჰყავს სანიოლის სიტყვები სფფ-ს.

ფეხბურთი. საქართველო-ანდორა. ოთარ კაკაბაძე - ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

გასული წლის ნოემბრიდან საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე იყო - გუნდი დატოვა ვლადიმირ ვაისმა, რომელიც ნაკრებს 2016 წლის მარტიდან წვრთნიდა.

მოთამაშის ამპლუაში სანიოლმა კარიერა საფრანგეთში დაიწყო. 1995-1997 წლებში თამაშობდა „სენტ-ეტიენის“ გუნდში. მომდევნო ეტაპი მარჯვენა მცველისთვის იყო „მონაკო“(1997-2000), საიდანაც იგი მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა (2000-2009). სწორედ აქ დაასრულა მან ფეხბურთელის კარიერა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში სანიოლი გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და ორჯერ - კონფედერაციის თასის მფლობელი (2001, 2003).

რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, სანიოლი ერთი სეზონი ხელმძღვანელობდა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს (U-21), რის შემდეგაც ორი სეზონი მუშაობდა „ბორდოსთან“ (2014-2016). 2017 წლიდან ფრანგი სპეციალისტი „ბაიერნის“ მწვრთნელების შტაბში განაგრძობდა საქმიანობას.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები „В“ ჯგუფში ითამაშებს ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს გუნდებთან.

ყველა ახალი ამბავი
0