თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია VTB-ლიგის „ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშებს

46
(განახლებულია 22:28 02.02.2021)
მატჩის მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვა კენჭისყრის შედეგად, რომელშიც გულშემატკივრები და მასმედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია VTB-ს ერთიანი ლიგის „ყველა ვარსკვლავის" მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

მატჩის მონაწილეთა შემადგენლობა ქომაგებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის ჩატარებული კენჭისყრით გაირკვა. გუნდების ფორმირება შემდეგი წესებით მოხდა: თითოეულ გუნდში უნდა იყო 10-10 მოთამაშე – ხუთი მცველი და ხუთი წინა ხაზის მოთამაშე; თითოეულ ნაკრებში ერთი კლუბიდან ორზე მეტი მოთამაშე არ უნდა იყოს.

შენგელიას გარდა, „ცსკადან“ მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა მაიკ ჯეიმსი. თუმცა ბოლო დროს ამერიკელი არ თამაშობს „არმიელთა“ რიგებში და, შესაძლოა, მისი ადგილი ნიკოლა მილუტინოვმა დაიკავოს.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა:

მაიკ ჯეიმსი, თორნიკე შენგელია (ორივე – „ცსკა“), აიზეა კენენი („უნიკსი“), ადას იუშკიავიჩიუსი („პარმა“), კევინ პანგოსი, მატეუშ პონიტკა (ორივე – „ზენიტი“), მანტას კალნიეტისი, მინდაუგას კუზმინსკასი, დრიუ გორდონი (ყველა – „ლოკომოტივ-ყუბანი“), ჯორდან მიკი („ხიმკი“).

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა:

ალექსეი შვედი, ვიაჩესლავ ზაიცევი (ორივე – „ხიმკი“), ნიკიტა მიხაილოვსკი („ავტოდორი“), მიხაილ კულაგინი („ენისეი“), ევგენი ბაბურინი, ანტონ ასტაპკოვიჩი (ორივე – „ნიჟნი ნოვგოროდი“), ნიკიტა კურბანოვი, ჯოელ ბოლომბოი (ორივე – „ცსკა“), ანდრეი ზუბკოვი („ზენიტი“), სტანისლავ ილნიცკი („ლოკომოტივ-ყუბანი“).

შენგელია „ცსკაში“ გასული ზაფხულიდან ასპარეზობს, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ერთი თამაშის დროს ქართველი ფორვარდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12,2 ქულას, 4,8 მოხსნას, 2,1 პასს. ეფექტურობის მაჩვენებელი - 13.

VTB-ს ერთიანი ლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

46
ჯაბა კანკავა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი ფრანგული „ვალანსიენის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

34
კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა - თებერვალში ქართველი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა ასევე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ (Valenciennes) გულშემატკივრებმა მარტში კლუბის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ოფიციალური Twitter იუწყება. 

კანკავასთვის ეს ჯილდო ზედიზედ მეორეა. გულშემატკივრების აზრით, ქართველი ნახევარმცველი თებერვალშიც გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი
© Sputnik / Konstantin Ivanov
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთი

კანკავა საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში - „ვალანსიენში“ 2020 წლის ზამთარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. ახალ გუნდში 35 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ითამაშა.

კანკავასა და „ვალანსიენს“ შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.

34
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

32
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

32
ირმა შარიქაძე

„ჩემი ქმარიც ძალადობდა ჩემზე, სახლიდან გამოვიპარე პატარა ბავშვით...“ - ირმა შარიქაძე

0
(განახლებულია 12:45 15.04.2021)
ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ პირველად ისაუბრა იმაზე, რომ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მსგავსი ისტორია მასაც გადახდა თავს

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ცნო­ბილ­ი ფო­ტოგ­რაფი ირმა შა­რი­ქა­ძე ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ თავად ფოტოგრაფმა ტელეკომპანია „პირველთან“ ისაუბრა.

შარიქაძემ აღნიშნა, რომ წლე­ბის წინ, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­გან ისიც იყო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, რის გა­მოც, რვა თვის შვილ­თან ერ­თად, სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა.

ფოტოგრაფი მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტები გაიხსენა და საჯაროდ დასდო ბრალი მის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს.

„ახლა ჩემი შვი­ლი 21 წლი­საა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნი­ნუ­ცას მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია მქონ­და, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სა­ყო­ლია. დიდი სტრე­სია ის მო­მენ­ტი, როცა ცდი­ლობ წახ­ვი­დე იმ სახ­ლი­დან, სა­დაც შენ­ზე ძა­ლა­დო­ბენ, როცა გგო­ნია, რომ თუ რა­ღაც არას­წო­რად გა­ა­კე­თე, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ შემ­თხვე­ვით მოგ­კლას კი­დეც. ძა­ლა­დო­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა რომ გან­მე­ორ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მოხ­დე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, წა­სას­ვლე­ლი არ­სად მქონ­და, მაგ­რამ ასე “არ­სად” წა­მო­ვე­დი ში­ნი­დან მა­ინც, ბავ­შვით ხელ­ში, მა­შინ 20 წლის ვი­ყა­ვი, სამ­წუ­ხა­როდ, ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ყა­ვი, არ შე­მეძ­ლო მეთ­ქვა, – მიშ­ვე­ლეთ -მეთ­ქი, ჩემ­ზე ძა­ლა­დობ­და სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ”, - განაცხადა ფოტოგრაფმა.

12 აპრილს გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

ფაქტს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრიც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თეატრი ძალადობას გმობს. განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" – დაწერა ცნობილმა რეჟისორმა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები