საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - ძლიერი ვარდნა IFFHS-ის რეიტინგში

© photo: FC Dinamo Tbilisi / FB„დინამო“ თბილისი-„თელავი“
„დინამო“ თბილისი-„თელავი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
IFFHS-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი 51-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლიგის რეგრესმა 24 პოზიცია შეადგინა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატების მსოფლიო რეიტინგში საქართველომ 75-ე ადგილი დაიკავა. მონაცემები მოჰყავს IFFHS-ს - ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციას.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 – სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

IFFHS-ს მონაცემები 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 80 ჩემპიონატის მიხედვით მოჰყავს. ჩამონათვალში შევიდა 45 ევროპული პირველობა, სადაც საქართველოს ეროვნული ლიგა მხოლოდ კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატებს უსწრებს.

IFFHS-ის შარშანდელ რეიტინგში საქართველოს ჩემპიონატი 51-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ლიგის რეგრესმა 24 პოზიცია შეადგინა.

ლიდერთა სამეულში არიან იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ჩემპიონატები. აღსანიშნავია, რომ იტალიის „სერია А“ სიას სათავეში 14 წელიწადში პირველად მოექცა. მანამდე მსოფლიოში ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები დომინირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0