სუმო: ტოჩინოშინი მეშვიდედ დამარცხდა – ქართველი უარყოფით ბალანსს უახლოვდება

© AFP 2024 / ZELLER FRANKლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გორგაძეს ტურნირის მე-10 დღის შემდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს. ქართველი სუმოისტის ანგარიშზე შვიდი მარცხი და მხოლოდ სამი გამარჯვებაა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს მეათე დღეს ტაკაიასუსთან დამარცხდა.

ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
სუმო: ტოჩინოშინმა წლის პირველ ბაშოზე მესამედ გაიმარჯვა

ლევან გორგაძესთვის იაპონიის დედაქალაქში წლის პირველ სუპერტურნირზე ეს რიგით მეშვიდე მარცხია. ტოჩინოშინისთვის იაპონელ კომოსუბი ტაკაიასუსთან შეხვედრა რთული გამოდგა – ტაკაიასუმ ქართველი მავაშით დოჰიოდან გადაიყვანა.

ქართველ სუმოისტის შედეგი ათი შეხვედრიდან შვიდი მარცხი და მხოლოდ სამი გამარჯვებაა. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად დარჩენილ ხუთივე შეხვედრაში სჭირდება გამარჯვება.

იანვრის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი მიტაკეუმი იქნება, რომლის ანგარიშზეც ჩატარებული ათი შეხვედრიდან ხუთი გამარჯვება და ხუთი მარცხია.

ყველა ახალი ამბავი
0