ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი სპორტსმენები გაორმაგებულ სტიპენდიას მიიღებენ

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიქართველი სპორტსმენები
ქართველი სპორტსმენები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტულება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ, ისინი დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

უწყების ცნობით, სპორტსმენების ჩამონათვალს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორებიც დაემატებიან. ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

ყოველთვიური სტიპენდია ასევე დაენიშნებათ უფროსთა შორის მსოფლიო ჩემპიონებსა და ევროპის ჩემპიონებსაც. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულები 800 ლარს, ხოლო ევროპის ჩემპიონები - 400 ლარს მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2020 წელს – მინისტრის ანგარიში

სპორტსმენთა სტიპენდიების გაზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა.

„გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

ტოკიოში 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლის გაიმართება პარალიმპიური თამაშებიც. 2021 წელს ასევე ჩანიშნულია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიური სპორტის სახეობაში.

სამინისტროს ცნობით, მომავალი შეჯიბრებები ქართველ სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ყოველთვიური სტიპენდია მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0