მარიამ ბოლქვაძე

ქართველმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი ვერ გადალახა

29
(განახლებულია 21:59 12.01.2021)
Australian Open-ზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზეა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე WTA-ს რეიტინგში) „დიდი სლემის“ სერიის Australian Open ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. 

ბოლქვაძემ რუსეთის წარმომადგენელ მარგარიტა გასპარიანთან ორ სეტში (3:6, 6:7) წააგო. მატჩი თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

პირველი სეტი გასპარიანის უპირატესობით წარიმართა, რაც შეეხება მეორე სეტს, იგი ორივე მხრიდან შეცდომების სიუხვით გამოირჩეოდა. საერთო ჯამში ჩოგბურთელებმა სამ–სამი ბრეიკი შეასრულეს. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უფრო ძლიერი გასპარიანი აღმოჩნდა (7:3).

კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (217) მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ვერ გადავიდა. პირველივე მატჩში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება ხორვატ იან ფეტს (209) დაუთმო.

ასე რომ, Australian Open-ზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზეა.

 

29
თემები:
სპორტის ამბები (979)
ქართველი სპორტსმენები

ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი სპორტსმენები გაორმაგებულ სტიპენდიას მიიღებენ

34
მთავრობის გადაწყვეტულება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ ჩემპიონებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულ სპორტსმენებს ყოველთვიური სტიპენდია გაუორმაგდათ. ისინი დღეიდან 2000 ლარს მიიღებენ. იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

უწყების ცნობით, სპორტსმენების ჩამონათვალს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორები დაემატებიან. ვერცხლის მედლის მფლობელებს 800, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნებს 500 ლარი გადაეცემათ.

ყოველთვიური სტიპენდია ასევე დაენიშნებათ უფროსთა შორის მსოფლიო ჩემპიონებსა და ევროპის ჩემპიონებსაც. მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულები 800 ლარს, ხოლო ევროპის ჩემპიონები - 400 ლარს მიიღებენ.

სპორტსმენთა სტიპენდიების ზრდის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დეკემბერში ისაუბრა.

„გადაწყვეტილება მიღებულია სამთავრობო გეგმის ფარგლებში. საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მისი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორმაგად მნიშვნელოვანია 2021 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების გათვალისწინებით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

ტოკიოში 24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლის გაიმართება პარაოლიმპიური თამაშებიც. 2021 წელს ასევე ჩანიშნულია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები არაერთ ოლიმპიური სპორტის სახეობაში.

სამინისტროს ცნობით, მომავალი შეჯიბრებები ქართველ სპორტსმენებს წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ყოველთვიური სტიპენდია მიიღონ.

34
თემურ ქეცბაია

„ანორთოსისს“ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს

21
„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ 2023 წლამდე კონტრაქტის გაგრძელების წინადადებით ქეცბაიას ოფიციალურად მიმართა

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. კვიპროსის საფეხბურთო კლუბ „ანორთოსისმა“ თემურ ქეცბაიას, რომელიც გუნდს 2019 წლიდან წვრთნის, ახალი კონტრაქტი შესთავაზა და ქართველი სპეციალისტის პასუხს ელოდება, იუწყება გამოცემა kathimerini.com.cy.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ 2023 წლამდე კონტრაქტის გაგრძელების წინადადებით ქეცბაიას ოფიციალურად მიმართა. ამჟამინდელი შეთანხმება ფამაგუსტას კლუბსა და ქართველ მწვრთნელს შორის მიმდინარე წლის მაისში იწურება. ქეცბაიამ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა“, - წერს გამოცემა.

ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი კონტრაქტი ქეცბაიასთავის უკეთეს პირობებს შეიცავს.

ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა, 2019 წლიდან კი ის კლუბს კვლავ ჩაუდგა სათავეში. ქართველი სპეციალისტის თავკაცობით „ანორთოსისმა“ ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი (2005, 2008) და თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი (2007).

ეროვნული პირველობის მიმდინარე გათამაშებაში „ანორთოსისი“ XIX ტურში 36 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და მის ლიდერს - „აპოლონს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

21
მანიკა ასათიანი

„ჯერ ბოლომდე არ გადმოვბარგებულვართ“ - ნახეთ მანიკა ასათიანის ახალი სახლი წავკისში - ვიდეო

0
(განახლებულია 13:03 15.01.2021)
უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მალე ოჯახთან ერთად ახალ სახლში იცხოვრებს. ნახეთ როგორი ინტერიერი აქვს წავკისის სახლს

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მალე წავკისში, ულამაზეს სახლში იცხოვრებს. გადაცემა „იმედის დღეს“ მანიკამ მეუღლესთან და შვილთან ერთად სწორედ ახალ სახლში უმასპინძლა, თუმცა, როგორც აღნიშნა, წავკისში ჯერ ბოლომდე არ გადასულა და ჯერჯერობით მხოლოდ ახალ წელს შეხვდა აქ მეუღლის ოჯახთან ერთად.

მანიკას თქმით, სახლში სწორედ ბექას დიდ ოჯახთან ერთად იცხოვრებს. მანიკას მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება