ნიკილოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიაში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

43
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საერთო ჯამში თავისი ჩაწოდება ოთხჯერ დათმო და მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკილოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-40 ნიმერი) ანტალიაში АТР-250-ის სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ალექს დე მინორთან (Alex de Minaur) (23) ორ სეტში დამარცხდა (2:6, 4:6). მატჩი ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

საერთო ჯამში ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება ოთხჯერ დათმო და მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო. ავსტრალიელმა ჩვენს ჩოგბურთელს მოგებული ქულებითაც გაუსწრო - 66 50-ის წინააღმდეგ.

მეოთხედფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და საკუთარი საბანკო ანგარიში თითქმის 10 ათასი ევროთი შეივსო.

Antalya Open-ის საერთო საპრიზო ფონდი 361 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ლორენცო სონეგო.

43
ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე

სუმო: ტოჩინოშინმა წლის პირველ ბაშოზე მესამედ გაიმარჯვა

44
(განახლებულია 17:40 18.01.2021)
ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი მოგებაა. მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ქართველს ექვსი შეხვედრიდან ხუთი გამარჯვება სჭირდება.

თბილისი 18 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის პირველ ბაშოზე გამარჯვება მოიპოვა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-9 ორთაბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მე-7 მაეგაშირა მეისეის უვატედაშინაგეს ილეთით სძლია.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე კომოსუბი ტაკაისუ იქნება, რომელსაც ამ ეტაპზე ხუთი მოგება და სამი მარცხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი გამარჯვებაა. ქართველ სუმოისტს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან ხუთ ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს.

44
თემები:
სპორტის ამბები
გენო პეტრიაშვილი

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი საფრანგეთის ტურნირზე

42
(განახლებულია 16:58 18.01.2021)
ქართველმა სპორტსმენებმა სულ 12 მედალი მოიპოვეს. ყველაზე დიდ წარმატებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მიაღწიეს – მათ ანგარიშზე ცხრა მედალია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საფრანგეთის ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. ანრი დელანეს სახელობის გრან–პრიზე ჩვენმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. მათ ანგარიშზე ცხრა მედალია – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრებაში 10 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდნენ ბექა ლომთაძე (–61), ზურაბ იაკობაშვილი (–70), ნიკა კენჭაძე (–79) და გენო პეტრიაშვილი (+125).

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, აქ ქართველების „მოსავალი“ ნაკლები იყო – სულ სამი მედალი მიიღეს. გრან-პრის ჩემპიონი გახდა გიორგი მელია (–97), ხოლო გურამ ხეცურიანმა (–87) და სულხან ბუაძემ (+130) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

42
თემები:
სპორტის ამბები
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

0
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

0