ლუხუმ ჩხვიმიანი

დოჰაში ტურნირზე 15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

65
(განახლებულია 21:42 08.01.2021)
2020 წელს დოჰაში დაგეგმილი „მასტერსის“ სერიის ტურნირი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გაიმართა.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. 15 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას დოჰაში (კატარი) „მასტერსის“ სერიის ტურნირზე, რომელიც სტარტს 11 იანვარს აიღებს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, თითოეულ წონით კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია IJF-ის (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) რეიტინგის 36 საუკეთესო ძიუდოისტს.

„მასტერსზე“ საქართველოს ნაკრები შემადგენლობა:

მამაკაცები:

· (-60 კგ) – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

· (-66 კგ) – ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი

· (-73 კგ) – ლაშა შავდათუაშვილი

· (-81 კგ) – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი

· (-90 კგ) – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

· (-100 კგ) – ვარლამ ლიპარტელიანი

· (+100 კგ) – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მათიაშვილი.

ქალები:

· (-52 კგ) – ტატიანა ლევიცკა–შუკვანი

· (-57 კგ) – ეთერ ლიპარტელიანი.

მთლიანობაში ტურნირში მსოფლიოს 70 ქვეყნიდან 400 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებული პრიზის სახით მიიღებს 6 ათას ევროს, ვიცე-ჩემპიონი – 4 ათასს, მესამე ადგილზე გასული კი 2 ათას ევროს.

2020 წელს დოჰაში დაგეგმილი „მასტერსი“ კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა.

65
ნიკა კვეკვესკირი

ქართველმა ნახევარმცველმა ყაზახეთის „ტობოლი“ დატოვა

27
(განახლებულია 15:13 20.01.2021)
ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახურ გუნდ „ტობოლში" ყველა ტურნირში 84 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ხუთი გოლი.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახური კლუბი „ტობოლი“ დატოვა, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

 „ტობოლიდან“ 28 წლის კვეკვესკირი კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო წამოვიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახურ გუნდში ყველა ტურნირის 84 მატჩში ითამაშა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კვეკვესკირითავის კარიერას. „ტობოლში“ გადასვლამდე ის იზერბაიჯანის „ინტერსა“ და „გაბალაში“ თამაშობდა.

საქართველოს ეროვნულ გუნდში კვეკვესკირმა 33 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რამდენიმე კვირის წინ „ტობოლი“ კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დატოვა. მან უკვე გააფორმა ხელშეკრულება „ვალანსიენთან“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის.

27
თემები:
სპორტის ამბები
კარატეს კიმანოს ქამრები

ქართველი კარატისტების წარმატება ევროპირველობაზე: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო

42
(განახლებულია 13:45 20.01.2021)
ანტვერპენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოთხი მოპოვებული მედლით გუნდური პირველობა გაიფორმა. ჩემპიონატში მონაწილეობას 24 ქვეყანა იღებდა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა მებრძოლებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.

ევროპირველობა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა, სადაც ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა კარატისტებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული სერგო მოვსესიანმა (65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (75 კგ) მოიპოვეს, ამავდროულად ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები გახდნენ. გუნდურ ჩემპიონობაში წვლილი შეიტანეს თენგიზ ბასტოიანმა (75 კგ) და ოთარ ესიტაშვილმაც (85 კგ), ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

აღნიშნული შედეგით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

42
თემები:
სპორტის ამბები

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა - ვიდეო

0
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

0