გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა

გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა

66
(განახლებულია 09:27 29.12.2020)
ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც ააშენა კანადურმა კომპანიამ Behlen Industry-მ და რომლის ღირებულებამ 25 მილიონი ლარი შეადგინა, შესაძლებელი იქნება სპორტის 12 სახეობაში ტურნირების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი მზადაა სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა Facebook–ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ახალ სპორტის სასახლეს საძირკველი ოთხი წლის წინ 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა.

შენობაში ორი დარბაზია - დიდი გათვლილია 1500 მაყურებელზე, ხოლო მცირე - 500 ადამიანზე. აქ შესაძლებელი იქნება ტურნირების ჩატარება ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში - სულ სპორტის 12 სახეობაში.

გარდა ამისა, ახალ სასახლეში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა რიგ დისციპლინებში.

სპორტის სასახლის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 25 მილიონი ლარი გამოიყო.

სამშენებლო სამუშაოები კანადურმა კომპანია Behlen Industry-მ განახორციელა.

66
ჯაბა კანკავა

ფრანგულ კლუბში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის დებიუტი შედგა

14
(განახლებულია 08:50 25.01.2021)
საფრანგეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე გუნდს აქტივში 28 ქულა აქვს და მას სატურნინო ცხრილში მერვე ადგილი უკავია

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კლუბ „ვალანსიენში“, რომელიც საფრანგეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

კანკავა მინდორზე „შატორუს“ წინააღმდეგ მატჩში ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ „ვალანსიენის“ აქტივში 28 ქულაა და ის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე განთავსდა.

კანკავა ფრანგულ კლუბში ყაზახური „ტობოლიდან“ იანვრის შუა რიცხვებში გადავიდა. ქართველი ნახევარმცველი ყაზახეთში 2017 წლიდან გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანსა და „ვალანსიენს“ შორის შეთანხმება გაფორმებულია მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

14
თემები:
სპორტის ამბები
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი

ტოჩინოშინმა იანვრის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა

31
ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 15 შერკინებიდან მხოლოდ ოთხი მოიგო, შედეგად კი მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი საკმაოდ ბევრ პოზიციას დათმობს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოში იანვრის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა.

აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში მყოფი ტოჩინოშინი ტურნირის დასკვნით დღეს დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტერუცუიოსისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იაპონელი სუმოისტი გორგაძესთან შედარებით 62 (!) კილოგრამით ნაკლებს იწონის. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოჩინოშინი არც თუ კარგ ფორმაში წარდგა.

იმპერატორის თასზე სეზონის პირველი ტურნირის შედეგების შეჯამებისას ნათლად გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინისთვის ის ძალზე წარუმატებლად წარიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე 15 შერკინებიდან მხოლოდ ოთხი მოიგო. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების ახალ რეიტინგში ტოჩინოშინი საკმაოდ ბევრ პოზიციას დაკარგავს.

რაც შეეხება ჰაცუ ბაშოს გამარჯვებულს, ის გახდა დასავლეთის პირველი მაეგაშირა 27 წლის დაიეისიო. იაპონელმა სუმოისტმა ორი წაგებით 13 მოგება მოიპოვა.

იმპერატორის თასზე მომდევნო ტურნირი - ჰარუ ბაშო - მარტში გაიმართება.

31
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგია 25 იანვარს

0
(განახლებულია 21:27 24.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის, დარიალის, ცხვედაძის, ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დიღომბარის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭლის დასახლების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ყიფიანის, ბოგდან ხმელნიცკის, აღნიაშვილის, ბურჯანაძის, პერინის, თეკლა ბატონიშვილის, ქინძმარაულის და ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს