საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2020 წელს მინისტრის ანგარიში

43
(განახლებულია 17:03 28.12.2020)
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის ლიცენზიებს მიიღებენ.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად წელს ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო არენაზე 145 მედალი მოიპოვეს, მათ შორის – 43 ოქრო, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტის სფეროს შედეგების შეჯამებისას.

FIBA-ს გადაწყვეტილებით თებერვლის „ბაბლს“ საქართველო უმასპინძლებს>>

მინისტრის თქმით, სპორტის ბიუჯეტი 2012 წლიდან მუდმივად იზრდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების დიდი წარმატებების წინაპირობა გახდა. 2019 წელს ქართველებმა მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს – 1258, აქედან ოქროს 473 მედალი.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს, კერძოდ: ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სპორტის განვითარება მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ წარმატებით ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ევროპის სპორტის კვირეული, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტის საერთაშორისო დღე – „სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და მსოფლიო რბენა.

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება>>

მისი თქმით, მასობრივი სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც დადებითად აისახება პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარებაზე.

ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდა. თბილისსა და რეგიონებში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალი სპორტული დარბაზი და არენა და ეს პროცესი გრძელდება. იანვარში თბილისის პარაცენტრის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

პრეზენტაციის დასასრულ ჩხენკელმა გამოყო ტოკიოს ოლიმპიადა, რომლისთვისაც ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან. მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „ოლიმპიელებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ სამინისტროსა და მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და ხელშეწყობა“.

ამჟამად მიმდინარეობს ტურნირები ლიცენზიების მოსაპოვებლად, სადაც თამაშდება საგზურები ოლიმპიურ თამაშებზე. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები მიიღებენ ლიცენზიებს ტრადიციულ სპორტის სახეობებში: ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ტყვიის სროლა და ტანვარჯიში.

43
თემები:
სპორტის ამბები (989)
გიორგი შერმადინი

ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ყველა ფასეული მოთამაშე

32
(განახლებულია 14:17 25.01.2021)
ქართველი სპორტსმენი ესპანური საკალათბურთო კლუბების „ტენერიფესა“ და „მანრესას“ შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „იბეროსტარ ტერენიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ეროვნული პირველობის მატჩის MVP (Most valuable player – ყველაზე ფასეული მოთამაშე) გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატის 21–ე ტურში „ტერენიფემ“ „მანრესა“ 85:70 დაამარცხა. შერმადინი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა 29 ქულით.

უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინი ერთადერთი მოათამაშეა ორივე კლუბის შემადგენლობაში, რომელმა 20–ზე მეტი ქულა მოაგროვა.

ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფეს“ 20 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია.

32
თემები:
სპორტის ამბები (989)
ჯაბა კანკავა

ფრანგულ კლუბში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის დებიუტი შედგა

28
(განახლებულია 08:50 25.01.2021)
საფრანგეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე გუნდს აქტივში 28 ქულა აქვს და მას სატურნინო ცხრილში მერვე ადგილი უკავია

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კლუბ „ვალანსიენში“, რომელიც საფრანგეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა.

კანკავა მინდორზე „შატორუს“ წინააღმდეგ მატჩში ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ამ შედეგის შემდეგ „ვალანსიენის“ აქტივში 28 ქულაა და ის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე განთავსდა.

კანკავა ფრანგულ კლუბში ყაზახური „ტობოლიდან“ იანვრის შუა რიცხვებში გადავიდა. ქართველი ნახევარმცველი ყაზახეთში 2017 წლიდან გამოდიოდა. საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანსა და „ვალანსიენს“ შორის შეთანხმება გაფორმებულია მიმდინარე სეზონის ბოლომდე.

28
თემები:
სპორტის ამბები (989)
ალექსანდრა პაიჭაძე

„ჩემი შეყვარებული ჩემზე უკეთესს თუ ნახავს...“ - რას გეგმავს ალექსანდრა პაიჭაძე?

0
(განახლებულია 15:09 25.01.2021)
ალექსანდრა პაიჭაძე ეჭვიანი საერთოდ არ ყოფილა. ნახეთ რა აღიარა სოციალური ქსელის მომხმარებლებთან მოდელმა

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე დიდი ხანია აღარ მალავს, რომ მისი გული დაკავებულია და მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა მისი ვინაობის გასაჯაროებას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ცოტა ხნის წინ პაიჭაძეს ჰკითხეს, არის თუ არა ეჭვიანი, რაზეც მოდელმა საკმაოდ გულახდილი და არაორდინალური პასუხი გასცა.

მოდელი წერს, რომ დარწმუნებულია, მისი შეყვარებული მასზე უკეთესს ვერ იპოვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ თუ მასზე უკეთესი გამოჩნდა ვინმე, ალექსანდრაც შეუერთდება წყვილს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება ძალიან უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. უკანასკნელ გაზიარებულ ფოტოებზე ყოფილი ფიტნეს-ინსტრუქტორი შიშველი პოზირებს. მას ფოტოზე მკერდი უჩანს.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება