წყალბურთის ნაკრები

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ გამარჯვება მოიპოვა

40
(განახლებულია 19:25 18.12.2020)
მოპოვებული გამარჯვების შედეგად თბილისის „დინამომ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი დაიმსახურა, რისთვისაც ქვეჯგუფიდან გასვლა და რამდენიმე გამარჯვების მოპოვებაა საჭირო.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თბილისის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბუდაპეშტში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა ანგარიშით 11:8.

შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა იყო – პირველი მეოთხედი „დინამომ“ ანგარიშით 2:1 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმის ანგარიში 4:4 დააფიქსირა. 

თამაშის მეორე ნახევარი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მესამე მეოთხედში „დინამოელებმა“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში მოწინააღმდეგის 4 გოლს ქართველმა სპორტსმენებმა ასევე 4 გოლით უპასუხეს.

ქართველ წყალბურთელთა შორის ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩი და ანდრია ბითაძე აღმოჩნდნენ, რომელთა ანგარიშზეც 3–3 გატანილი გოლია.

ახლა „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და „იადრანთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

ზუკა რურუას გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.

აღნიშნული ჯგუფის წინა შეხვედრები თბილისის „დინამომ“ ჯერ იტალიურ „ბრეშასთან“, შემდეგ კი ესპანურ „ბარსელონეტასთან“ დათმო.

40
თემები:
სპორტის ამბები (981)
ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე

სუმო: ტოჩინოშინმა წლის პირველ ბაშოზე მესამედ გაიმარჯვა

44
(განახლებულია 17:40 18.01.2021)
ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი მოგებაა. მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ქართველს ექვსი შეხვედრიდან ხუთი გამარჯვება სჭირდება.

თბილისი 18 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის პირველ ბაშოზე გამარჯვება მოიპოვა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-9 ორთაბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მე-7 მაეგაშირა მეისეის უვატედაშინაგეს ილეთით სძლია.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე კომოსუბი ტაკაისუ იქნება, რომელსაც ამ ეტაპზე ხუთი მოგება და სამი მარცხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი გამარჯვებაა. ქართველ სუმოისტს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან ხუთ ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს.

44
თემები:
სპორტის ამბები (981)
გენო პეტრიაშვილი

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი საფრანგეთის ტურნირზე

42
(განახლებულია 16:58 18.01.2021)
ქართველმა სპორტსმენებმა სულ 12 მედალი მოიპოვეს. ყველაზე დიდ წარმატებას თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მიაღწიეს – მათ ანგარიშზე ცხრა მედალია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საფრანგეთის ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. ანრი დელანეს სახელობის გრან–პრიზე ჩვენმა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 12 მედალი მოიპოვეს.

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. მათ ანგარიშზე ცხრა მედალია – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრებაში 10 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდნენ ბექა ლომთაძე (–61), ზურაბ იაკობაშვილი (–70), ნიკა კენჭაძე (–79) და გენო პეტრიაშვილი (+125).

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, აქ ქართველების „მოსავალი“ ნაკლები იყო – სულ სამი მედალი მიიღეს. გრან-პრის ჩემპიონი გახდა გიორგი მელია (–97), ხოლო გურამ ხეცურიანმა (–87) და სულხან ბუაძემ (+130) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

42
თემები:
სპორტის ამბები (981)
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 იანვარი

0
(განახლებულია 10:19 18.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 19 იანვარია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გაჩნდება მისწრაფება, რომ დაივიწყოთ შაბლონები, ჩარჩოები და ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მოეკიდოთ. ამის წყალობით საქმიანობა შეიძლება ძალიან გაიოლდეს, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება – ეს მისწრაფება ერთ–ორ დღეში გაქრება, ამიტომ ამ დღეს აჯობებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გააკეთოთ.

დაბადების დღე და მისი გავლენა ქალის ხასიათზე>>

ვერძი: დღე ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც იღბლიანად ჩაივლის. ეს ის იშვიათი დრო იქნება, როდესაც თქვენი შესაძლებლობები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა. არ არის გამორიცხული, რომ  სასიამოვნო სიურპრიზები, რომანტიკული შეხვედრები, მოულოდნელად შემოსული თანხა. თუ რამე დიდი პროექტის დაწყებას ან საპასუხისმგებლო საუბარს აპირებთ – სწორედაც რომ დროა. აქტიური მოქმედებების დღეა.

კურო: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი მუშაობისა და დაგეგმვისთვის – შეცდომების დაშვების დიდი ალბათობაა. და თუ მაინც მოგიწიათ გონებრივი მუშაობა, სჯობს, გარკვეულ დრომდე არავის აჩვენოთ შრომის შედეგები, ასევე არ ეცადოთ გეგმების განხორციელება – დიდი ალბათობით, ეს გეგმები რეალობისგან ძალიან შორსაა და მათზე ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო.

ტყუპი: დღეს, ფაქტობრივად, არაფრის კეთება არ დაგჭირდებათ, რომ გარშემომყოფების სიმპათია და კარგი დამოკიდებულება მოიპოვოთ – ისინი ისედაც თქვენ მხარეს იქნებიან. სამუშაოზეც, ბიზნესშიც, მეგობრობაშიცა და სიყვარულშიც თქვენზე დიდი მოთხოვნილება იქნება. დღე მიუძღვენით ახალ კონტაქტებს, კოლექტივში შერწყმას, ვინმესგან მხარდაჭერის გარანტიის მიღებას. თქვებნი იდეები დღეს მიმზიდველი, ხოლო სიტყვები დამაჯერებელი იქნება, ასე რომ, გქონდეთ საჭირო შედეგის იმედი.

კირჩხიბი: დღეს საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ყველაზე რთული ამოცანბი და სამომავლო გეგმები დააწყოთ. პროექტების რეალიზაცია კი სჯობს გადადოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება დღეს არ ღირს. დღეს მომატებული გექნებათ ანალიზის უნარი, ამიტომ შეგიძლიათ რთული სქემების აწყობა, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზის მოძებნა, თქვენი ამ დღეს შედგენილი გეგმები მომავალში ძალზე საფუძვლიანი და საიმედო იქნება.

ლომი: დღეს წარმატებას ნებისმიერ საქმეში გარშემომყოფებთან თანამშრომლობა მოგიტანთ. პრინციპში, დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოქმედება, თუმცა საუკეთესო შედეგს სწორედ გუნდთან ერთად მუშაობა მოგიტანთ. ზოგადად, დღეს პოზიტივი სწორედ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან წამოვა. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ საინტერესო აზრი მოგაწოდოთ, კარგი რჩევა მოგცეთ, ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიახლე გაცნობოთ.

ქალწული: დღეს წარმატებები გელოდებათ საქმიანობაში, მაგრამ ამაში „დამნაშავე“ ბრმა იღბალი სულაც არ იქნება. ვარსკვლავები მოგანიჭებენ განსაკუთრებულ სიმტკიცეს, აქტიურობას და კიდევ ბევრ სხვა კარგ თვისებას, რომელთა წაყლობითაც ადვილად გადალახავთ დაბრკოლებებს და ნებისმიერი სირთულის საქმეს შეეჭიდებით. მთავარი კი ისაა, რომ ზუსტად გეცოდინებათ პასუხი ორ კითხვაზე: რა უნდა გააკეთოთ და როგორ.

სასწორი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს თქვენსა და თქვენს გეგმებს შორის, შესაძლოა, დაბრკოლებები აღიმართოს. პრობლემები შეიძლება შეიქმნას იქაც კი, სადაც ეს ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი; ან უკვე გადაწყვეტილი საქმე ისე შემობრუნდეს, რომ ახალი ძალისხმევით დაგჭირდეთ მისი გაკეთება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი გეგმები ჩავარდა, უბრალოდ, ნებისმიერ ამოცანაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დახარჯვა მოგიწევთ.

მორიელი: თუ დღეს რამე არ გამოგივათ, დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. დღე კარგ შესაძლებლობებს მოგანიჭებთ, თუმცა თქვენ, შესაძლოა, ეს შანსები არ გამოიყენოთ. გარდა ამისა, არის ალბათობა, რომ წარსულის შეცდომა გაიმეოროთ. დღე რომ პროდუქტიული იყოს, არ უნდა მოდუნდეთ. წარმატების გარანტი ყურადღება, ენერგიულობა და პოზიტიური განწყობაა.

მშვილდოსანი: დღეს დიპლომატიურობის უდიდეს ნიჭს გამოავლენთ და საერთო ენის გამონახვას ყველასთან შეძლებთ – კოლეგებთან, მეგობრებთან, ხელმძღვანელებთან უცნობებთანაც კი. თუ ვინმესთან რამე სათქმელი დაგიგროვდათ, არ გადადოთ საუბარი დელიკატურ თემებზე. ზუსტად შეძლებთ საკუთარი გრძნობებისა და აზრების გადაცემას, გაქვთ შანსი, რომ სწორად გაგიგებენ.

თხის რქა: ძალიან გაგიჭირდებათ ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა, თუმცა კიდევ უფრო რთული იქნება საქმეების დაწყება – დღეს მოდუნებული და გონებაგაფანტული ხართ. თუ საქმე თქვენს ჩარევას მოითხოვს, ის შეიძლება უსასრულობამდე გააჭიანუროთ. ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეებიც კი უსარგებლოდ მოგეჩვენებათ. რას ვიზამთ, ადამიანის ორგანიზმის მარაგი ამოუწურავი არ არის, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, კარგად დაისვენოთ და აღიდგინოთ როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ძალები.

მერწყული: დღეს საქმეების მიმდინარეობით ფრიად კმაყოფილი იქნებით – მოვლენები ისე განვითარდება, როგორც თქვენ გეგმავდით. ასევე არ არის გამორიცხული ბედის სიურპრიზები, მაგალითად, მოულოდნელი პრემიის მიღება, იღბლიანი შენაძენი, სასიამოვნო ნაცნობობა, ქათინაური. მოკლედ, დღეს ცხოვრებაზე საწუწუნო არაფერი გექნებათ, გამოასხივებთ პოზიტივის და ირგვლივ მყოფებს თქვენს კარგ განწყობას გაუზიარებთ.

თევზები: ვარსკვლავები დღეს გაფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, რამე საკითხის გადაწყვეტისას ცოდნა ან გამოცდილება არ გეყოთ. ეს შეიძლება შეეხებოდეს როგორც სამუშაოს, ისე პირად ცხოვრებას, ადამიანებთან ურთიერთობებს. თუ ამას არ აღიარებთ, შეცდომების დაშვებით რისკავთ. ერთადერთი სწორი გზა გარშემომყოფებისთვის რჩევის კითხვაა. სამუშაო გარემოში რჩევა საქმის სპეციალისტს, ხოლო პირად ცხოვრებაში გამოცდილ მეგობარს ჰკითხეთ.

0