თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და კვიპროსის „ანორთოსისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია დაეხმარა თავის კლუბს, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონატის XIV ტურში მატჩი ფრედ დაასრულა.
„ერმისის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში „ანორთოსისი“ 0:1 აგებდა, მაგრამ 78-ე წუთზე ქვილითაიას გოლმა ფამაგუსტას კლუბს ერთი ქულა მოუტანა. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ქვილითაიასათვის ეს გოლი კვიპროსის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების 11 მატჩში მეშვიდე გახდა. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა ასევე ერთი შედეგიანი გადაცემა.
რაც შეეხება „ანორთოსისს“, ამჟამად კლუბი ფამაგუსტადან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ „აპოლონს“ ორი ქულით ჩამორჩება.
„ანორთოსისის“ შემადგენლობაში ერთბაშად ოთხი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. გუნდს ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია წვრთნის.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრის კენჭისყრით „ვითიბის“ერთიანი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში კანდიდატების გაფართოებულ სიაში მოხვდა.
ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა 10,6%–მა მისცა ხმა. შენგელიამ გაუსწრო ნიკოლა მილუტინოვს (8,6%) და დაუთმო მაიკ ჯეიმსს (67,5%), რომელმაც კენჭისყრა ხმების დიდი სხვაობით, დამაჯერებლად მოიგო.
რეგლამენტის მიხედვით, „ვითიბის“ერთიანი ლიგის გულშემატკივრები თითოეული რუსული კლუბიდან სამ–სამ მოთამაშეს არჩევენ „რუსეთის ვარსკვლავებისა“ და „მსოფლიოს ვარსკვლავების“ ნაკრებებში; ოთხი არარუსული გუნდიდან – სამ–სამ კალათბურთელს „მსოფლიო ვარსკვლავების“ გუნდისთვის.
მას შემდეგ, რაც გაირკვა 66 კალათბურთელის სია, კენჭისყრაში მასმედიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო სიის შემადგენლობა 1 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.
შენგელია „ცსკა“–ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელის თამაშის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 ჩახსნას, 2.1 მიწოდებას, ეფექტურობის კოეფიციენტია 13.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. გამოჩენილ ქართველ ალპინისტ ლადო გურჩიანს ქართული ალპინიზმისა და მეკლდეურობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის სფეროში უმაღლესი - „სპორტის რაინდის“ - წოდება მიენიჭა, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოჩენილ ქართველ მთამსვლელს, ლადო გურჩიანს სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლადო გურჩიანი - სპორტის დამსახურებული ოსტატი ალპინიზმსა და მეკლდეურობაში, სპორტში არის 1964 წლიდან. ის იყო ლეგენდარული ქართველი ალპინისტის, „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანის მოსწავლე და მეწყვილე.
გურჩიანმა ბევრი წარმატებული ალპინისტი აღზარდა. 1976 წელს მან სვანეთის მრისხანე უშბის ე.წ. სარკე (90-გრადუსიანი გლუვი კედელი) დალაშქრა.
გარდა ამისა, სწორედ გურჩიანმა დააარსა 1996 წელს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაცია და ამჟამად ის მისი გენერალური მდივანია.
საპატიო ჯილდო სპორტსმენს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი დოლაბერიძემ გადასცა.
„სპორტის რაინდის“ წოდება მინიჭებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე და სხვ.
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. თურქმა მეცნიერებმა შექმნეს ნაზალური სპრეი, რომელიც, მათი მტკიცებით, ერთ წუთში ანადგურებს კორონავირუსს, წერს გაზეთი Daily Sabah–ი.
Nasal spray "Genoxyn" developed by Turkish scientists kills coronavirus in a minutehttps://t.co/lfnYogwx2h
— DAILY SABAH (@DailySabah) January 25, 2021
სპრეი Genoxyn–ი ულუდაგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის მეცნიერებმა — პროფესორმა შეჰიმე გულსუნ თემელმა, დოქტორებმა — აჰმეთ იუმით სანაბჯიმ და გიუნეით ოზაკინმა შეიმუშავეს.
სანაბჯის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო.
„მანამდე ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული თვისება ახასიათებს, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ დავფიქრდით, შეგვეძლო თუ არა COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლას წავდგომოდით. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპრეი ვირუსს კლავს პირისა და ცხვირის ქსოვილებზე, რაც მის გავრცელებასა და გამრავლებას უშლის ხელს“, — განმარტა დოქტორმა.
პროფესორ გულსუნ თემელის თქმით, სპრეი ვურისს ერთ წუთში ანადგურებს და ამასთან არ აზიანებს ლორწოვანა გარსებზე ეპითელურ უჯრედებს.
„უფრო მეტიც, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის სამკურნალო მოქმედებას ახდენს ამ უჯრედებზე. შესაბამისად, მისი გამოყენება უსაფრთხოა“, — თქვა მეცნიერმა.
თურქი მიკრობილოგების განმარტებით, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ნანოტექნოლოგიების მეშვეობით დახვეწეს და სრულყოფილი გახადეს, მისი ეფექტურობაც უფრო სტაბილური გახდა და მან გარკვეულ მოლეკულებზე ხანგრძლივი ზემოქმედება გამოავლინა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპრეი Genoxyn–ი მაღალეფექტურია არა მხოლოდ СОVID-19–ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების წინააღმდეგაც.