თბილისის „დინამო“ - საქართველოს ჩემპიონია

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“
თბილისის „დინამო“  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ლიგის XVIII ტურში თბილისის „დინამომ“ 40 ქულა დააგროვა და ოთხი ქულით ბათუმის „დინამოს“ გაუსწრო

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის დასკვნით ტურში თბილისის „დინამოელებმა“ „მერანს“ ანგარიშით 3:0 მოუგეს და ზედიზედ მეორედ ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.

ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო
საქართველო ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

უკვე პირველ ტაიმში ჩისკო მუნიოსის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 25-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავი გიორგი გაბედავამ ისახელა.

შეხვედრის მეორე ტაიმი საკმაოდ მშვიდად წარიმართა, მასპინძლები მხოლოდ ერთი გატანილ გოლს დასჯერდნენ. დუბლი გაბედავამ გაიფორმა.

ეროვნული ლიგის XVIII ტურში თბილისის „დინამომ“ 40 ქულა დააგროვა და ოთხი ქულით გაუსწრო ბათუმის „დინამოს“, რომელიც უკვე მეორე სეზონია ვიცე-ჩემპიონი ხდება.

მესამე ადგილის და უეფას ევროპის ლიგაში კვალიფიკაციის საგზურის ბედს გადაწყვეტს თბილისის „ლოკომოტივისა“ და გორის „დილას“ დაპირისპირება. ამ მომენტისთვის „რკინიგზელები“ კონკურენტებს ორი ქულით უსწრებენ.

თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ხდება. საერთო ჯამში დედაქალაქის კლუბმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული 18-ჯერ მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0