ვაკო ყაზაიშვილი

საქართველოს ნაკრების ორმა ფეხბურთელმა „სან-ხოსე ერთკვეიკსი“ დატოვა

82
ამ დროისათვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავისუფალი აგენტების სტატუსის მოთამაშეები არიან. სად გააგრძელებენ ისინი ასპარეზობას, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე ერთკვეიკსი“ (MLS, San Jose Earthquakes) დატოვა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ორივ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა „სან ხოსეს“. კლუბთან უამრავი შესანიშნავი მოგონება დამრჩება. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ აქ თავს სასურველ სტუმრად ვგრძნობდი. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და უამრავი შესანიშნავი ადამიანი გავიცანი. წარმატებას გისურვებთ და მომენატრებით“, – წერს გურამ კაშია Instagram-ში.

ანალოგიური გზავნილი დატოვა ყაზაიშვილმაც.

„მადლობა ყველაფრისთვის! მომავალ სეზონში წარმატებას გისურვებთ და ძალიან მომენატრებით!“ - დაწერა ნახევარმცველმა.

ყაზაიშვილი „სან-ხოსეში“ 2017 წლის ზაფხულში ვარშავის „ლეგიიდან“ გადავიდა, ხოლო კაშია თავის მეგობარს ერთი წლის შემდეგ შეუერთდა, როდესაც ნიდერლანდების „ვიტესი“ დატოვა. კალიფორნიული კლუბის შემადგენლობაში ყაზაიშვილმა 99 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება კაშიას, ცენტრალური მცველის ანგარიშზეა 44 მატჩი და არცერთი გატანილი გოლი.

ამ დროისათვის ყაზაიშვილი და კაშია თავისუფალი აგენტების სტატუსის მოთამაშეები არიან. სად გააგრძელებენ ასპარეზობას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ჯერჯერობით უცნობია.

82
თემები:
სპორტის ამბები (1067)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილმა მონტე-კარლოში პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა

29
(განახლებულია 14:44 14.04.2021)
ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.

ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.

ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.

ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.

რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).

29
ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელიამ ქართველ ფეხბურთელებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა

68
რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება ავტორიტეტულ გამოცემა Transfermarkt-ს მოჰყავს.

კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ნახევარმცველის წინა სატრანსფერო ღირებულება (10 მლნ ევრო) რეკორდის განმეორება იყო. თავის დროზე ამავე თანხით ფასდებოდა ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

რეიტინგის განახლების შემდეგ კვარაცხელია ტრანსფერის ღირებულებით მსოფლიოში 569-ე ადგილზე გავიდა და რუსეთის ჩემპიონატში - მეხუთეზე. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის კვარაცხელია მე-13 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ რუსეთის პირველ ლიგაში „რუბინში“ 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა (გამომუშავებული პენალტების ჩათვლით). ნახევარმცველმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. საქართველომ სამ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ესპანეთსა და საბერძნეთთან) და ორივე კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული

ფეხბურთელი კლუბი, ქვეყანა ღირებულება, მლნ ევრო
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინი“, რუსეთი 15,0
დავით ხოჭოლავა „შახტიორი“, უკრაინა 3,5
გიორგი ჩაკვეტაძე „გენტი“, ბელგია 3,2
საბა კვერკველია „როტორი“, რუსეთი 3,0
ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“, ავსტრია 3,0

          

    

          

          

      

 

68
ხელბორკილი

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: პროკურატურამ ბრალი მოზარდის დედას წარუდგინა

0
(განახლებულია 18:12 14.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწოვანი გოგონას დედას ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ–ის  376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმე ამ დროისთვის ძიების სტადიაშია. თავად მოძალადეს 8–დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში