საქართველოს რაგბის ნაკერები

საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის ცნობილია

70
უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველომ 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გაასაჯაროვა ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის, რომელიც „შემოდგომის ერთა თასის“ ფარგლებში 29 ნოემბერს დუბლინში „ავივა სტედიუმზე“ გაიმართება.

უელსთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 0:18 წააგო, „ლელოს“ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება შეიტანა.

საქართველოს რაგბის ნარების შემადგენლობა ირლანდიასთან:

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი („ლესტერ ტაიგერს“, ინგლისი), ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი („აია“, საქართველო), ლაშა ჯაიანი („არმაზი“, საქართველო) , ბექა საღინაძე („ორიაკი", საფრანგეთი), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი", საფრანგეთი), ბექა გორგაძე („ბორდო", საფრანგეთი)

ნახევარდაცვა:

ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე („ბრივ“, საფრანგეთი).

უკანა ხაზი:

თამაზ მჭედლიძე („რუანი", საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, კლუბის გარეშე), გიორგი კვესელაძე („არმაზი", საქართველო), აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარაცინს", საქართველო), სოსო მათიაშვილი („აკადემია", საქართველო).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს რეზერვში ორი დებიუტანტი ჰყავს. ეს არის 18 წლის დავით ნინიაშვილი და 20 წლის მიხეილ ალანია.

„ისეთი დონის გუნდებთან ვთამაშობთ, რომლებსაც მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერ გააკვირვებ. შეტევაში ვარიაციებია საჭირო. ჩვენ გვქონდა დრო, რათა ამაზე გვემუშავა, და ამ კუთხით მწვრთნელების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ირლანდია უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე უელსი, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. მატჩიდან მატჩამდე გამოცდილებას ვიღებთ, მორაგბეებიც და მწვრთნელებიც“, - განაცხადა მაისაშვილმა შეხვედრის წინ.

Тренировка сборной Грузии по регби
საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ თამაშში გადამწყვეტი ასევე სტატიკური ფაზები იქნება.

„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფურ სტადიაზე ირლანდიის წინააღმდეგ მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ დასკვნითი იქნება. პირველ ორ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა ვერცერთი ქულა ვერ აიღეს და ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) წააგეს.

საქართველოს და ირლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ოთხივეჯერ „მწვანეებმა“ გაიმარჯვეს. დაპირისპირების საერთო ანგარიშია 196:31, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით ირლანდიამ საქართველოს 1998 წელს მოუგო - 70:0.

მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის 18:00 საათზე დაიწყება.

70
თემები:
სპორტის ამბები (983)

ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთის გრან-პრიზე

14
ანრი დელანის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორსტემენბმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც 10 სპორტსმენით იყო წარდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი არის ოქროსი, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

14

თბილისის ლოკომოტივი ახალი სეზონისათვის ემზადება - ვიდეო

11
თბილისის ლოკომოტივმა ახალი სეზონისათვის მზადების ფარგლებში უკვე პირველი სატესტო მატჩიც გამართა

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

ლოკომოტივი 31 იანვრის ჩათვლით განაგრძობს მომზადებას და ორ შეხვედრას გამართავს. კერძოდ, 24 იანვარს „საბურთალოსთან“, ხოლო 31 იანვარს „ბათუმის დინამოს“ წინააღმდეგ.

გუნდს ამბიციური მიზნები აქვს და მისი ხელმძღვანელობის აზრით, სპორსტემენები სამეულში მოხვედრას შეძლებენ და ევროსარბიელზეც წარმატებებს წარსდგებიან.

11
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ აქვს

0
(განახლებულია 18:02 19.01.2021)
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ აქვს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

 „ჩვენ შევაფასეთ  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენ  შენიშვნები არ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვაქცინაციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

 „ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა, დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს,  რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა  ლომჯარიამ. 

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები