ფეხბურთი

საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალი კორონავირუსის გამო გადაიდო

54
(განახლებულია 20:35 22.11.2020)
კორონავირუსისი დაუდასტურდა ლიგა 2-ის ფინალისტი გუნდის ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს. მატჩის მნიშვნელობის გამო შეხვედრა 4 დეკემბრისთვის გადაიდო

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის საქართველოს თასის ფინალი გადაიდო, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

მიზეზი კი კორონავირუსია, რომელიც ერთ-ერთი ფინალისტი გუნდის მოთამაშეებს დაუდასტურდა. ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპურისპირდებიან. რომელი გუნდის ფეხბურთელებს აღმოაჩნდათ ვირუსი, ფედერაცია არ აკონკრეტებს.

„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფედერაცია ასევე აცხადებს, რომ ​მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დღეს ასევე კორონავირუსი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველსა და სარაგოსას „რეალის“ (Real Zaragoza) ფეხბურთელს გიორგი პაპუნაშვილს დაუდასტურდა. მანამდე - საქართველოს ნაკრების კიდევ ორ ფეხბურთელს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას. 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის" ერთბაშად 15 ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი.

 

54
თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)
შოთა არველაძე

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

31
(განახლებულია 18:52 23.11.2020)
გასულ კვირაში ტაშკენტის კლუბი „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იუწყება გამოცემა zamin.uz.

შეთანხმების ვადა ქართველ სპეციალისტსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის მიწურულს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

გასულ კვირაში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

31
თემები:
სპორტის ამბები
საქართველოს თასი. „გაგრა – თბილისის „დინამო

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში კორონავირუსის გამო გადაიდო

22
(განახლებულია 18:37 23.11.2020)
თავდაპირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩი 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში „სამგურალსა“ (წყალტუბო) და „გაგრას“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 25 ნოემბერს იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი გუნდის (რომელი გუნდია, დაზუსტებული არ არის) რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფედერაციამ საქართველოს თასის ფინალი 4 დეკემბერს გადაიტანა.

თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ფინალში ქართული ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბები შეხვდებიან. „სამგურალისთვის" ეს კლუბის ისტორიაში მეორე ფინალია, ხოლო „გაგრისთვის“ – მესამე.

საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია თბილისის „საბურთალო“.

22
თემები:
სპორტის ამბები
ადამიანის სილუეტი

2021 წლის ჰოროსკოპი: ლომი ფინანსები, სიყვარული, ჯანმრთელობა

0
(განახლებულია 11:08 23.11.2020)
როგორი იქნება 2021 წელი ლომებისთვის, რას მოუტანს ის ამ ნიშნით დაბადებულ ქალებსა და მამაკაცებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

2021 – ხარის წელიწადი არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ ლომებს ამით ვერ შეაშინებ. ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ ახალ წელიწადში ახალი არაკეთილმოსურნეების გამოჩენის დიდი ალბათობაა. ლომებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ლომებისთვის ყველაზე რთული დაბნელებების, მანამდე სამი და შემდგომი სამი დღის პერიოდები იქნება.

ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>

ლომი მამაკაცი

2021 წელი ლომ მამაკაცებს გპირდებათ როგორც მრავალ ახალ შესაძლებლობას, ისე ბევრ დაბრკოლებას. მოსალოდნელია, რომ ხანდახან წყვდიადში იმედის სხივმა გამოანათოს ან პირიქით, საკმაოდ წარმატებულ და პერსპექტიულ პერიოდში ეჭვებმა შეგიპყროთ. აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების ფხიზელი თვალით შეფასება.

ფინანსები და სამუშაო: ასტროლოგები წლის დასაწყისში და შემოდგომაზე გარისკვას არ გირჩევენ. თუნდაც შესანიშნავი პრიობები შეიქმნას იმისთვის, რომ სამუშაო შეიცვალოთ ან ახალი ბიზნესი წამოიწყოთ, სჯობს, დაელოდოთ. გაზაფხულსა და ზაფხულში კი პირიქით, შეიძლება მაქსიმალური აქტიურობა – ერთი შეხედვით „ჩავარდნილი“ საქმეებიც კი შეიძლება წარმატებით დაგვირგვინდეს.

სიყვარული და ურთიერთობები: მთლიანობაში, ლომი მამაკაცებისთვის სიყვარულის სფეროში ყველაფერი სტაბილურად იქნება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, არ ღირს მისი უყურადღებოდ დატოვება. 2021 წელი იდეალურად მიესადაგება საყვარელ ადამიანთან სულიერი კავშირის გამტკიცებას. კარგია ერთად მოგზაურობაში წასვლა და ერთობლივი საქმიანობა.

განწყობა და ჯანმრთელობა: ლომები ძალებითა და ენერგიით აღსავსე იქნებით, თქვენი გზიდან გადაცდენა ხარის წელიწადში ძალზე რთული იქნება, ვერავინ და ვერაფერი გაიძულებთ, რომ თავი სუსტად და უმწეოდ იგრძნოთ. ძალების აღდგენას უმალვე მოახერხებთ, თუ სწორად და დროულად დაისვენებთ. სჯობს, გადაღლას მოერიდოთ.

ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ლომი ქალი

ქალ ლომებს ფორტუნა გაგიღიმებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. პირიქით, სადავეები ხელში უნდა აიღოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი ინიციტივა გამოიჩინოთ. ხარის წელიწადში საჭიროა მოქმედება და ასევე, თქვენი ძლიერი ხასიათის პრაქტიკაში გამოყენება.

ფინანსები და სამუშაო: სჯობს, სამსახურებრივ რომანებს მოერიდოთ, რადგან ის სამუშაო პროცესზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელს შეგიშლით. ექსპერტები გირჩევენ, ჯანსაღად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და არ გარისკოთ. 2021 წელს მიზანი საშუალებებს არ ამართლებს. ზედმეტი აქტიურობა დასაბუთებული და მიზანშეწონილი უნდა იყოს. შოპინგისას სიფრთხილე გმართებთ.

სიყვარული და ურთიერთობები: არ არის გამორიცხული, რომ ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის ახალი ძალების მიცემა შეძლოთ. ეს იქნება შთაგონების, კაშკაშა ემოციებისა და ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანის პერიოდი. მარტოხელებმა ყურადღება, სჯობს, სამუშაოზე და საქმეებზე გაამახვილოთ.

განწყობა და ჯანმრთელობა: შესანიშნავი საშუალება იმისთვის, რომ განწყობა აიმაღლოთ, სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და ახალი უნარების გამომუშავებაა. ვარსკვლავები მნიშვნელოვნად შეგიწყობენ ხელს ახალ წამოწყებებში, ასევე დაგემარებიან მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში.

გაეცანით ასევე 2021 წლის ჰოროსკოპს ვერძებისკუროების, ტყუპებისა და კირჩხიბებისთვის.

0