ლევან მატიაშვილი

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

42
ამგვარად, წლევანდელ კონტინენტურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს პრაღაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვება შეეძლო ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში „ლიპო“ პორტუგალიელ ხორხე ფონსკესთან დამარცხდა.

ამგვარად, წლევანდელ კონტინენტურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ექვსი მედალი აიღეს: ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელია ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ), ხოლო ლუკა მაისურაძე (-81 კგ) ბრინჯაოს ჯილდოს დასჯერდა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები, რომლის ძიუდოისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს  (3-3-0). მესამე ადგილზეა ისრაელი - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.

42
თემები:
სპორტის ამბები (928)
საქართველოს ნაკრები

FIBA-მ რეიტინგი განაახლა: საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

27
(განახლებულია 12:38 25.11.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს ფინეთისა და შვეიცარიის გუნდებთან გამართავს.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია  FIBA-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე–13 ადგილზეა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - აღნიშნულია FIBA-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად  ერთ-ერთი მასპინძლის რანგში შეხვდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დააარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

27
თემები:
სპორტის ამბები (928)
ქალთა ფეხბურთი. „ლანჩხუთი“

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაში ქალთა შორის ითამაშებს

35
ქართული კლუბი ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის 1/16 ფინალში შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება. ტურნირის გათამაშება შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

დაპირისპირება ორ მატჩს მოიცავს - შინ და გასვლაზე. პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩი - 15 ან 16 რიცხვში. სად გამართავს „ლანჩხუთი“ პირველ მატჩს - შინ თუ გასვლაზე, ჯერჯერობით უცნობია.

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა. თავდაპირველად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა ყაზახურ გუნდ „ოკჟეტპესს“ 2:1 მოუგეს, შემდეგ - რუმინეთის „კლუჟს“(1:0).

„ლანჩხუთი“ - პირველი ქართული გუნდია, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონთა ქალთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია ფრანგული „ლიონი“.

35
თემები:
სპორტის ამბები (928)
ფორთოხალი

ციტრუსები მაშინ გავნებთ, თუ... - დიეტოლოგი გირჩევთ

0
(განახლებულია 15:05 25.11.2020)
ირკვევა, რომ წლის ცივ სეზონზე C ვიტამინის მარაგის შევსება საკვები პროდუქტებიდან უფრო ეფექტურია

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. წლის ცივ სეზონზე ციტრუსები ხელს უწყობს C ვიტამინითა და ენერგიით მომარაგებას, მაგრამ ამან ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ, გვაფრთხილებს დიეტოლოგი ნატალია ნეფედოვა და რადიო Sputnik-თან ინტერვიუში მიზეზებს განმარტავს.

ექიმის თქმით, დილით ფორთოხალი ან ჭიქა ახლად გამოწურული წვენი გამოგაფხიზლებთ და გაგამხნევებთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ უმჯობესია წვენი წყლით განზავდეს.

„მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ, დილით რომელიმე ციტრუსი მიირთვან. საქმე ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმი ღამით ტენიანობას კარგავს და მასთან ერთად — ელექტროლიტებსაც. ციტრუსებით კი ვივსებთ მის მარაგს და ამის გამო ვგრძნობთ თავს უფრო მხნედ. ეს შეიძლება იყოს წყალი ლიმნის ან ფორთოხლის წვენით. შეგიძლიათ მიირთვათ ფრეშიც, მაგრამ ის წყლით უნდა გააზავოთ. ასე ნაკლებ კალორიას, მეტ სითხეს და კარგი რაოდენობის ელექტროლიტებსაც მიიღებთ“, —განმარტა ნატალია ნეფედოვამ.

მისი თქმით, წლის ცივ სეზონზე, როცა რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები მძლავრობს, საჭირო არ არის C ვიტამინის აფთიაქებში შეძენა, რადგან მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საკვები პროდუქტებიდანაცაა შესაძლებელი. თანაც, ეს კიდევ უფრო ეფექტურია.

„მიკროელემენტები საკვებიდან უფრო კარგად შეიწოვება, ვიდრე დანამატებიდან. C ვიტამინს არა მარტო ფორთოხლიდან, მანდარინიდან თუ გრეიფრუტიდან მიიღებთ, არამედ მას შეიცავს მწვანილიც, ბულგარული წიწაკაცა და პომიდორიც“, — ამბობს ექიმი–დეიტოლოგი.

თუმცა სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ციტრუსისა და C ვიტამინის შემცველი სხვა საკვები პროდუქტების მიღებისას რაოდენობას უნდა დავაკვირდეთ, რაღა ზედმეტი არ მოგვივიდეს. საქმე ისაა, რომ დიდი რაოდენობით C ვიტამინს უკვე აქვს არა ანტიოქსიდანტის, არამედ საპირისპირო ეფექტი — მოქმედებს როგორც დამჟანგველი. და ეს მაშინ, როცა ერთი ფორთოხალი 60-80 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, დღიური ნორმა კი სულ 75-90 მილიგრამია.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები