რამაზ სვანაძე

რამაზ სვანაძე: ბოლო მატჩების შედეგები მაკედონიასთან მარცხმა შეიწირა

33
(განახლებულია 16:32 19.11.2020)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურში ესტონეთთან ფრე ითამაშა და ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავა.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. შედეგით კმაყოფილი არ ვართ და არც უნდა ვიყოთ, შეტევაში ხარისხი დაგვაკლდა, განსაკუთრებით დასკვნით ფაზაში, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სვანაძემ ჟურნალისტებთან მატჩის შედეგსა და ნაკრების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ბოლო მატჩების შედეგები მაკედონიასთან მარცხმა შეიწირა, თუმცა მთავარი ის არის, რომ წინ გავიხედოთ. ერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ამ გუნდს მომავლის პერსპექტივა ნამდვილად აქვს. ამის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს, რომელსაც სწორი მუშაობის შემთხვევაში განვითარება შეუძლია“, – განაცხადა სვანაძემ.

მისი თქმით, ფეხბურთელებზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებულმა ფინალმა ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა.

რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი გუნდის სტრესული მდგომარეობიდან გამოყვანა იყო.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო ამ ორ ურთულეს დღეში გუნდი მომემზადებინა, ხალისი და შემართება დაგვებრუნებინა. ამ დღეების მანძილზე ჩემი ფიქრი არ ყოფილა იმისკენ, დავრჩებოდი თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამ ეტაპზე 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ვარ, ჩემს ქვეყანას დავჭირდი და აქ ვარ", – აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალი 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა და 0-1 დამარცხდა. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ასევე წააგო (1:2) სომხეთის ეროვნულ ნაკრებთანაც (C დივიზიონის ქვეჯგუფში).

ამ ორი თამაშის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ესტონეთთან მატჩის წინ დროებით რამაზ სვანაძემ ჩაიბარა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშების C დივიზიონის ქვეჯგუფში ასპარეზობა ესტონეთთან ნულოვანი საყაიმო ანგარიშით დაასრულა და შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჯგუფიდან პირველ ადგილზე სომხეთი გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 1-0 მოუგო და B დივიზიონში დაწინაურდა.

გუშინ ჩატარებული შეხვედრებით ერთა ლიგის მიმდინარე ციკლი დასრულდა.

33
თემები:
სპორტის ამბები (934)

მშვიდობით, ლეგენდავ: მსოფლიო დიეგო მარადონას ემშვიდობება - ფოტო

19
  • არგენტინა უდიდესი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს
  • არგენტინელები შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, სადაც გარდაცვლილი მარადონას ცხედარი ასვენია
  • ფანები პატივს მიაგებენ დიეგო მარადონას
  • მარადონა ფეხბურთის მოყვარული ბავშვებისათვის კუმირად იქცა მთელ მსოფლიოში
  • პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ფიფა-ს 10 ნომრის ხმარებიდან ამოღება შესთავაზა, რითაც დიდი არგენტინელი ფეხბურთელის ხსოვნას მიაგებენ პატივს
  • მსოფლიო ფეხბურთი არასდროს დაივიწყებს არგენტინის მატჩს ინგლისთან, სადაც მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. ამის შემდეგ მას „ღმერთის ხელი“ უწოდეს
  • არგენტინელები იხსენებენ, რომ მარადონა მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ყველასთან ურთიერთობდა ღიად. მან მილიონობით ადამიანს შეაყვარა სპორტის ეს სახეობა
  • დიეგო მარადონამ არგენტინას გამარჯვება მოუტანა 1986 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის ნაკრებში კარიერის განმავლობაში მარადონამ 91 მატჩი გამართა და 34 გოლი გაიტანა
  • ნეაპოლში, სადაც ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ათასობით ადამიანი გამოვიდა გარეთ მასთან გამოსამშვიდობებლად
  • ნეაპოლში მარადონა სამხრეთ იტალიის დაჩაგრული და ღარიბი კლუბების ჩრდილოეთთან წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოა
  • ბრაზილიაში ბეირ რიუს სტადიონი არგენტინის დროში ფერებში განათდა დიეგო მარადონასადმი პატივის მისაგებად
  • გულშემატკივარი დიეგო მარადონას გლოვისას მექსიკაში
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი - დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ გამოემშვიდობა მსოფლიო ლეგენდას

არგენტინის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის გარდაცვალების დღეს მასშტაბური აქციები გაიმართა ბუენოს-აირესსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.

ნოემბერში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტვინის ოპერაცია გადაიტანა, ორი კვირის წინ ის საავადმყოფოდან გაწერეს. 25 ნოემბერს მარადონას საკუთარ სახლში გულის შეტევა დაემართა.

ლეგენდარულ ფეხბურთელს არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში გამოემშვიდობნენ: ფანები კუმირს უმღეროდნენ, ტიროდნენ და ფოიერვერკებს უშვებდნენ.

 

 

 

 

19
  • არგენტინა უდიდესი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს
    © REUTERS / Matias Baglietto

    არგენტინა უდიდესი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობს

  • არგენტინელები შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, სადაც გარდაცვლილი მარადონას ცხედარი ასვენია
    © photo: Sputnik / Daria Stanislavets

    არგენტინელები შეიკრიბნენ საავადმყოფოსთან, სადაც გარდაცვლილი მარადონას ცხედარი ასვენია

  • ფანები პატივს მიაგებენ დიეგო მარადონას
    © AP Photo / Victor Caivano

    ფანები პატივს მიაგებენ დიეგო მარადონას

  • მარადონა ფეხბურთის მოყვარული ბავშვებისათვის კუმირად იქცა მთელ მსოფლიოში
    © AP Photo / Alessandra Tarantino

    მარადონა ფეხბურთის მოყვარული ბავშვებისათვის კუმირად იქცა მთელ მსოფლიოში

  • პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ფიფა-ს 10 ნომრის ხმარებიდან ამოღება შესთავაზა, რითაც დიდი არგენტინელი ფეხბურთელის ხსოვნას მიაგებენ პატივს
    © REUTERS / Martin Villar

    პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ფიფა-ს 10 ნომრის ხმარებიდან ამოღება შესთავაზა, რითაც დიდი არგენტინელი ფეხბურთელის ხსოვნას მიაგებენ პატივს

  • მსოფლიო ფეხბურთი არასდროს დაივიწყებს არგენტინის მატჩს ინგლისთან, სადაც მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. ამის შემდეგ მას „ღმერთის ხელი“ უწოდეს
    © AP Photo / Martin Meissner

    მსოფლიო ფეხბურთი არასდროს დაივიწყებს არგენტინის მატჩს ინგლისთან, სადაც მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. ამის შემდეგ მას „ღმერთის ხელი“ უწოდეს

  • არგენტინელები იხსენებენ, რომ მარადონა მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ყველასთან ურთიერთობდა ღიად. მან მილიონობით ადამიანს შეაყვარა სპორტის ეს სახეობა
    © REUTERS / Magali Druscovich

    არგენტინელები იხსენებენ, რომ მარადონა მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ყველასთან ურთიერთობდა ღიად. მან მილიონობით ადამიანს შეაყვარა სპორტის ეს სახეობა

  • დიეგო მარადონამ არგენტინას გამარჯვება მოუტანა 1986 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის ნაკრებში კარიერის განმავლობაში მარადონამ 91 მატჩი გამართა და 34 გოლი გაიტანა
    © AP Photo / Natacha Pisarenko

    დიეგო მარადონამ არგენტინას გამარჯვება მოუტანა 1986 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის ნაკრებში კარიერის განმავლობაში მარადონამ 91 მატჩი გამართა და 34 გოლი გაიტანა

  • ნეაპოლში, სადაც ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ათასობით ადამიანი გამოვიდა გარეთ მასთან გამოსამშვიდობებლად
    © REUTERS / Yara Nardi

    ნეაპოლში, სადაც ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ათასობით ადამიანი გამოვიდა გარეთ მასთან გამოსამშვიდობებლად

  • ნეაპოლში მარადონა სამხრეთ იტალიის დაჩაგრული და ღარიბი კლუბების ჩრდილოეთთან წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოა
    © REUTERS / Matias Baglietto

    ნეაპოლში მარადონა სამხრეთ იტალიის "დაჩაგრული" და ღარიბი კლუბების ჩრდილოეთთან წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოა

  • ბრაზილიაში ბეირ რიუს სტადიონი არგენტინის დროში ფერებში განათდა დიეგო მარადონასადმი პატივის მისაგებად
    © REUTERS / Diego Vara

    ბრაზილიაში ბეირ რიუს სტადიონი არგენტინის დროში ფერებში განათდა დიეგო მარადონასადმი პატივის მისაგებად

  • გულშემატკივარი დიეგო მარადონას გლოვისას მექსიკაში
    © REUTERS / Luis Cortes

    გულშემატკივარი დიეგო მარადონას გლოვისას მექსიკაში

ბაკურიანი

ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი იქნება

41
ყველა სახელმწიფო დაწესებულება მთლიანად უჭერს მხარს საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობებისა და ტურიზმის განვითარების პროექტს EYOF Winter 2025

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ბაკურიანმა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მიიღო. გადაწყვეტილება დღეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს, იუწყება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ–ი).

EBRD ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტს დააფინანსებს>>

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიურმი კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის EOC–ს ასოციაციის 50 ქვეყნიდან. როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას ონლაინ–ფორმატში ჩატარებული ფორუმის ყველა დელეგატმა დაუჭირა მხარი. დელეგატებმა მანამდე სამწუთიანი ვიდეორგოლი ნახეს, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2019 წლის 30 ივლისს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლების მისაღებად ოფიციალური განაცხადი წარედგინა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში (EOC).

2020 წლის თებერვალში საქართველოში ჩამოვიდა EOC-ის შემფასებელი კომისია, რომლის წევრებმაც მოინახულეს ბორჯომი და ბაკურიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის მიერ მომზადებულ შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ზამთრის 2025 წლის EYOF-ის პროექტს საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობებისა და ტურიზმის წარმოჩენის მიზნით“.

გაზაფხულს შემდეგ სეოკ-თან შექმნილ სამუშაო ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან. „ამ ერთობლივმა მუშაობამ კარგი შედეგი გამოიღო“, აღნიშნავენ სეოკ–ში.

საქართველომ 2015 წელს პირველად უმასპინძლა ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი 50 ქვეყნიდან.

41
თემები:
სპორტის ამბები (934)
ქართული ტელეარხების მიკროფონები

„როდესაც სკანდალი არ არსებობს, მას იგონებენ“ - ფეიკ-ნიუსები ქართულ მედიაში

0
(განახლებულია 14:33 28.11.2020)
ქართველი და რუსი მედიაექსპერტების თვალსაზრისით, ფეიკ-ნიუსების მოცულობა მთელს მსოფლიოში ყველა ზღვარს სცილდება, და ამასთან ბრძოლაა საჭირო

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. ქართული მედია პოლიტიკურად პოლარიზებულია, რაც ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა, განაცხადა ჟურნალისტმა, საერთაშორისო მიმომხილველმა დავით ახვლედიანმა.

პარასკევს გაიმართა ქართველი და რუსი ჟურნალისტებისა და მედიის ექსპერტების ონლაინ შეხვედრა თემაზე: „ახალი მედიების ზრდა საქართველოში. საჯარო პოლიტიკური სფეროს ტრანსფორმაცია". ღონისძიების ორგანიზატორია პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი გორჩაკოვის ფონდის დახმარებით.

მონაწილეებმა გაანალიზეს საქართველოში ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა და მის გავრცელებასთან წინააღმდეგ გზები პოვნას შეეცადნენ.

„ამ ეტაპზე საქართველოში მედიები სტაგნაციაში იმყოფებიან. ეს ეხება როგორც სატელევიზიო არხებს, ისე ელექტრონული და ბეჭდური მედიის დიდ ნაწილს. ეს მთელი სიცხადით გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. ცნობილია, რომ საქართველოში მედიაც ისევე პოლარიზებულია, როგორც პოლიტიკური ველი. ფაქტობრივად, იგი დაყოფილია და ფიგურალურად რომ ვთქვათ, შეღებილია წითლად და ლურჯად. სხვათა შორის, ეს ეკრანებზე შეიმჩნევა. სააკაშვილის მხარდამჭერი არხების ფონი წითელია, სახელისუფლებლო არხების - ცისფერი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ასეთი ტელეარხები იყენებენ მაუწყებლობის ვულგარულ მეთოდებს: ტექსტის მოდერაციას, ფაქტების დამახინჯებას, თავხედურ და უხეშ პროპაგანდას და ნეიროლინგვისტიკის ელემენტებსაც კი.

მედია ექსპერტი გეორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ბოლო პერიოდში საქართველოში მწვავედ დგას ფეიკნიუსების პრობლემა და მედიასაშუალებები პიარისა და რეიტინგის გულისთვის ყველაფერზე მიდიან.

„ყველაზე მთავარია, რაც შეიძლება ითქვას ქართული სატელევიზიო არხების ბაზარზე არსებულ სიახლეზე, არის ფეიკნიუსები, რომლებმაც უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბეს. არა მგონია, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში არსებობს ტელეარხები, რომლებიც იმდენ ფეიკნიუსს ქმნიან, როგორც საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთ არხებს ვერაფერს ვერ უხერხებენ, არ არსებობს კანონები, რომლებიც აღკვეთდნენ ამ ცილისწამებას და გამოგონილ ინფორმაციას ", - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ტელეარხებს ძალიან აინტერესებთ სკანდალური ინფორმაციის მოძიება, მაგრამ სკანდალები არ ხდება ყოველდღე ან თუნდაც ყოველ თვე. ქართული ტელეარხები თავად იგონებენ ფაქტებს, აკეთებენ სიუჟეტებს მათ შესახებ და მოჰყავთ საკუთარი ექსპერტები, აცხადებს ექსპერტი.

„ბოლო წლებში სატელევიზიო არხები პოლიტიკური პარტიის პრესსამსახურის დანამატებად იქცნენ. ახლა ჩვენთან დგას საკითხი კანონის მიღებაზე, რომელიც როგორმე გააკონტროლებს ამ სიტუაციას. მაგრამ მონეტას მეორე მხარე აქვს - ოპოზიცია და ტელეარხები ალაპარაკდებიან, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ირღვევა და ა.შ. ”, - აღნიშნა მან.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ტიმურ შაფირი ირწმუნება, რომ ის, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ხდება, სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებებსაც ეხება.

„რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ჩვენს ქართველ კოლეგებს, ყველა ის პროცესი, რომელიც მათ მედიასა და ჟურნალისტურ საზოგადოებაში მიმდინარეობს და მომავალშიც მოხდება, ერთნაირია ყველა ქვეყნისთვის”, - განაცხადა შაფირმა.

მისივე თქმით, კარს მოგვადგა „ახალი მედიები", რასაც მოწმობს ისეთი პლატფორმების გაჩენა, როგორიცაა TikTok. მსგავსი პროექტები მომავალშიც გამოჩნდება და ჟურნალისტები უკვე ახლავე უნდა მოემზადონ თანაცხოვრებისთვის ამ ახალ ტექნოლოგიებთან.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ხვალ რამდენი ფეიკნიუსი დაგვატყდება. მათი რიცხვი უკვე დღეს აჭარბებს ყველა გონივრულ ზღვარს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთსა და შეერთებულ შტატებში", - განაცხადა შაფირმა.

ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად ექსპერტები თვით საზოგადოების ანალიტიკური აზროვნების დონის გაზრდას განიხილავენ.

0