ვლადიმირ ვაისი

„მარტივი არ იქნება“ - ვაისმა სომხეთის ნაკრებთან სერიოზული ბრძოლა დააანონსა

51
ერთა ლიგის შესარჩევი მატჩი საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის 15 ნოემბერს თბილისში „დინამო-არენაზე“ გაიმართება

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღევანდელ მატჩს სომხეთთან რთული უწოდა.

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: მაკედონიელებთან წაგება საქართველოს ნაკრებზე არ აისახება >>

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური მატჩი „დინამო არენას“ სტადიონზე გაიმართება. ნაკრებები C დივიზიონის მეორე ჯგუფში ასპარეზობენ, ჩრდილოეთ მაკედონიის და ესტონეთის გუნდებთან ერთად. სამი დღის წინ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის გასული გათამაშების ფინალი მაკედონიასთან წააგო და პირველად ისტორიაში დაკარგა შანსი ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო. ამ დამარცხების შემდეგ ვაისმა განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლომდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

„მინდორზე გასვლა ადვილი არ იქნება. მაგრამ გუნდში არიან შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მოიცილებენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების ტვირთს და სომხეთთან მატჩში კარგად ითამაშებენ“, - განაცხადა ვაისმა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქართველებს ექნებათ შანსი დაიკავონ პირველი ადგილი ჯგუფში და В დივიზიონში გასვლაზე იბრძოლონ. ვაისმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთთან მატჩის დროს აპირებს მისცეს შანსი იმ მოთამაშეებს, რომლებიც მაკედონიასთან მატჩის დროს სათადარიგო სკამზე იყვნენ.

აქამდე სომხეთმა და საქართველომ ერთა ლიგის ტურნირის ფარგლებში 11 ოქტომბერს თამაში ფრედ 2:2 დაასრულეს. თამაში ერევანში უნდა გამართულიყო, თუმცა სომხეთში სამხედრო მდგომარეობის გამო ნეიტრალურ მოედანზე პოლონეთში გაიმართა.

ამ დროისათვის, უეფას ერთა ლიგის ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით С დივიზიონის მეორე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ქულათა იგივე რაოდენობა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიასაც, თუმცა ის საქართველოს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. სომხეთის ნაკრების აქტივშია ხუთი ქულა და მესამე პოზიცია კვარტეტში. მეოთხე ადგილზეა ესტონეთი, რომელმაც ოთხ მატჩში ორი ქულა დააგროვა.

51
თემები:
სპორტის ამბები (932)

ნეაპოლში დიეგო მარადონას გარდაცვალებას გლოვობენ - ვიდეო

6
(განახლებულია 09:10 27.11.2020)
იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქი ნეაპოლის მკვიდრები არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო არმანდო მარადონას გამოემშვიდობნენ, რომელიც ოთხშაბათს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა

მარადონა ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სიმბოლოდ მიიჩნეოდა მას შემდეგ, რაც მისი დახმარებით ქალაქმა პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა სერია A-ში 1987 წელს.

კლუბის განცხადებაში მარადონას გარდაცვალება აღწერილია როგორც „გამანადგურებელი დარტყმა“.

6
შოთა არველაძე

შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე უარს ამბობს

43
(განახლებულია 22:22 26.11.2020)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვლადიმერ ვაისმა სომხეთთან წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც გუნდი დროებით რამაზ სვანაძემ ჩაიბარა.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს და ამას თავისი ახსნა გააჩნია, განაცხადა უზბეკური „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ორი წელი ზედიზედ – „ფახთაქორი“ არველაძის მეთაურობით უზბეკეთის ჩემპიონია>>

47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპიდან აქვს შემოთავაზებები, ხოლო ეროვნული ნაკრების გაწვრთნას არ გეგმავს.

„ჩემზე არ ვფიქრობ, არ მინდა ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა კანდიდატი შეარჩიოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორში“ მიღებულ გამოცდილებაზე და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ტაშკენტში გატარებულ სამ წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე და უკეთესი გავხდი. მინდა, რომ „ბარსელონამ“ დამიძახოს, მაგრამ არ მიწვევს. მქონდა მიღწევები ჰოლანდიასა და თურქეთში. თურქეთში სულ მიწვევენ, მაგრამ „ტრაბზონზე“ უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ვერ დალაგდნენ და სულ არეულობაა. გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ასევე მიკავშირდებიან ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა ჩემი მომავალი“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა სომხეთთან მარცხის შემდეგ დატოვა. როგორც ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. იქამდე კი საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე ჩაუდგა სათავეში.

43
თემები:
სპორტის ამბები (932)