რამხელა პრემიას მიიღებენ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელები მოგების შემთხვევაში

© Sputnik / Alex Shlamovჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია გამარჯვების შემთხვევაში დაახლოებით ათ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში სოლიდურ პრემიას მიიღებენ, იუწყება Sportmedia.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან გამარჯვების შემთხვევაში ფეხბურთელები სამი მილიონი ევროს ოდენობის პრემიით დააჯილდოვონ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი  - Sputnik საქართველო
ანგელოვსკი: მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის - თანაბარი მეტოქეების შეხვედრა

Sportmedia-ს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია დიდ ფინანსურ სარგებელს ნახავს და ჯამში ათ მილიონამდე ევროს გამოიმუშავებს. გამომდინარე აქედან, თანხის 30% ფეხბურთელებს ერგებათ.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის ფინალურ ეტაპზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქე გუნდებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება. 

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართება. შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ენტონი ტეილორი განსჯის. ფინალში ასევე ჩართული იქნება VAR სისტემა.

ყველა ახალი ამბავი
0