ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი

ანგელოვსკი: მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის - თანაბარი მეტოქეების შეხვედრა

65
ფინალის გამარჯვებული მიიღებს საგზურს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში გაიმართება

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა, რომ უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის, რომელიც თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება, არის მატჩი თანაბარი შესაძლებლობების მქონე მეტოქეებს შორის.

„დიდ პატივსა ვცემ ვლადიმერ ვაისს. იგი დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებს, ჩაატარა შესანიშნავი სამუშაო და მიაღწია კარგ შედეგს - მოიგო ერთა ლიგის ჯგუფური შეხვედრა და თავისი აღსაზრდელები ფინალამდე მიიყვანა. ხვალ ჩვენ შორის იქნება თანაბარი თამაში წარმატების თანაბარი შანსებით. ვინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ის გაიმარჯვებს. იმედი მაქვს, გამარჯვებას ჩვენი გუნდი იზეიმებს“, - განაცხადა ანგელოვსკიმ პრესკონფერენციაზე.

უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ფრედ - 1:1 - დაასრულეს. ამ ფაქტს ანგელოვსკიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია.

„ორი მატჩი ნაკრებებს შორის კარგი შესაძლებლობა იყო ერთმანეთის შესასწავლად - თამაშის სტილი, გუნდის თამაში მთლიანობაში და ა.შ. ვფიქრობ, ფინალის გამარჯვებული გახდება ის ნაკრები, რომელიც სწორ ტაქტიკას აირჩევს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.

ამასთან, ანგელოვსკის არ დაუსახელებია იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ხვალ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

„არ დავაკონკრეტებ, ვინ გამოვა ხვალ მოედანზე და ვინ არა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, შევეცდები საუკეთესო შემადგენლობა ავარჩიო“.

უეფას ერთა ლიგის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის თბილისში 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მატჩს გულშემატკივრები არ დაესწრებიან.

ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს. ჩემპიონატი მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება.

Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე ხუთშაბათს მატჩის ტრანსლაცია გაიმართება. თვალი ადევნეთ ფეხბურთს ჩვენთან ერთად!

65
თემები:
სპორტის ამბები (926)
შოთა არველაძე

„ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება უნდა

27
(განახლებულია 18:52 23.11.2020)
გასულ კვირაში ტაშკენტის კლუბი „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით უზბეკეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტის „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას გუნდის მთავარ მწვრთნელთან შოთა არველაძესთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, იუწყება გამოცემა zamin.uz.

შეთანხმების ვადა ქართველ სპეციალისტსა და დედაქალაქის კლუბს შორის 2020 წლის მიწურულს მთავრდება, თუმცა „ფახთაქორის“ ხელმძღვანელობას არველაძის შენარჩუნება სურს და მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეთანხმების გაგრძელების თაობაზე.

გასულ კვირაში ტაშკენტის საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ხელმძღვანელობს, ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. ეროვნული „სუპერლიგის“ 23-ე ტურში „ფახთაქორმა“ 2:1 მოუგო „კოკანდს“ და ეროვნული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

გასულ სეზონში „ფახთაქორი“ არველაძის ხელმძღვანელობით არა მარტო ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არამედ კლუბმა უზბეკეთის თასი და ლიგის თასიც მოიგო.

არველაძემ მწვრთნელის კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლანდიურ АZ-ში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა. ორი წლის შემდეგ ქართველი სპეციალისტი გაემგზავრა თურქეთში, სადაც 2010-დან 2015 წლამდე სამ კლუბთან - „ქაისერისპორთან“, „ქასიმფაშასთან“ და „ტრაბზონსპორთან“ იმუშავა. მომდევნო ეტაპი არველაძის კარიერაში იყო ისრაელის „მაკაბი“, 2017 წლიდან კი ის „ფახთაქორს“ ჩაუდგა სათავეში.

27
თემები:
სპორტის ამბები (926)
საქართველოს თასი. „გაგრა – თბილისის „დინამო

საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში კორონავირუსის გამო გადაიდო

19
(განახლებულია 18:37 23.11.2020)
თავდაპირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩი 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თასის ფინალი ფეხბურთში „სამგურალსა“ (წყალტუბო) და „გაგრას“ შორის კორონავირუსის გამო გადაიდო, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება 25 ნოემბერს იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ერთი გუნდის (რომელი გუნდია, დაზუსტებული არ არის) რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით ფედერაციამ საქართველოს თასის ფინალი 4 დეკემბერს გადაიტანა.

თასის ფინალი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის ისტორიაში პირველად ფინალში ქართული ჩემპიონატის მეორე ლიგის კლუბები შეხვდებიან. „სამგურალისთვის" ეს კლუბის ისტორიაში მეორე ფინალია, ხოლო „გაგრისთვის“ – მესამე.

საქართველოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია თბილისის „საბურთალო“.

19
თემები:
სპორტის ამბები (926)
ვაქცინაცია

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ ტესტირებაზე მექსიკაში მიემგზავრება

0
მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემთხვევაში ქვეყანაში პრეპარატ „სპუტნიკ V“-ის კლინიკური ცდების მესამე ფაზა ჩატარდება.

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ  V“-ის ტესტირება მექსიკაში ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების განკარგულების შემდეგ ჩატარდება. იუწყება РИА Новости.

„მოლაპარაკებები ფონდსა (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) და მექსიკის ხელისუფლებას შორის რეგულარულად მიმდინარეობს. ახლა ველოდებით, როდის დაასრულებს ფონდი დოკუმენტაციას (მომზადებას, - რედ.), რათა შეძლოს მისი წარდგენა მარეგულირებელი ორგანოებისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ისინი შეძლებენ ნებართვის მიღებას და ცდების მესამე ფაზის ნაწილი მექსიკაში 500-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარდება“, - განაცხადა რუსეთში მექსიკის ელჩმა ნორმა პენსადო მორენომ.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდსა და მექსიკურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის შემოდგომის დასაწყისში გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატის 32 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა

„სპუტნიკ V“ - არის COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. განაცხადი პრეპარატის სერტიფიცირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნა შეტანილი. არაერთმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა რუსული პრეპარატის შეძენისა და მისი ადგილზე წარმოების სურვილი. მათ შორის არიან უნგრეთი, ისრაელი, ვენესუელა, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბრაზილია, თურქეთი, ჩინეთი, კორეა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინა ნაკლები ეღირება, ვიდრე კონკურენტების - Pfizer-ისა (19,5 დოლარი) და Moderna-ს (25-37 დოლარი) პრეპარატები.

„სპუტნიკ  V“-ის ტესტირება ბელარუსშიც მიმდინარეობს, ოქტომბერში კი ქვეყნის პოლიკლინიკებში 100 მოხალისე აიცრა, ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეპარატის პირველი პარტიის დამზადება ბელარუსში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე წელს დაიწყება, მასობრივი წარმოება კი - მომავალი წლიდან. თავდაპირველად აცრიან მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებსა და სამხედროებს.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში