ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

ქართველმა სუმოისტმა ნოემბრის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

45
(განახლებულია 11:59 11.11.2020)
ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა კოტოსიოჰოს სძლია.

თბილისი, 10 ნოემბერი  — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ნოემბრის კიუსიუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა კოტოსიოჰოს სძლია. გორგაძემ ბრძოლა მარცხენა ხელით შესრულებული გდების - უვატენაგეს წყალობით მოიგო.

გორგაძის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მერვე მაეგაშირა ტერუცუიოსი გახდება. სუმოისტების პირადი შეხვედრების ბალანსი - 2:0 იაპონელი სპორტსმენის სასარგებლოდ.

იმპერატორის თასზე ნოემბრის ტურნირი 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

45
თემები:
სპორტის ამბები (941)
რაგბი. საქართველო–ირლანდია

ქართველი მორაგბე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

9
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩვენი გუნდის მხრიდან ერთადერთი ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 5 ლელოა

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23 წლის ქართველმა ცენტრმა გამოკითხვაში, რომელიც ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჩატარდა, ხმების 88.8 პროცენტი მოაგროვა, რითაც ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებს აჯობა.

გიორგი კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. კვესელაძემ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში ლელოს გატანა ხუთჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისისა და უელსის ნაკრებებთან ბორჯღალოსნებმა მშრალი ანგარიშით 0:40 და 0:18 წააგეს.

ირლანდიასთან კი მე-16 წუთზე დადებული კვესელაძის ლელოს შემდეგ თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმის 47-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმაც გაიტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 23:10 დამარცხდა.

9
თემები:
სპორტის ამბები (941)
თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

32
საქართველომ, როგორც „ევრობასკეტ-2022“-ის მასპინძელმა ქვეყანამ, კონტინენტურ პირველობაზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვა

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში შვეიცარიის გუნდი ანგარიშით 91:84 დაამარცხა. თამაში ფინეთის ქალაქ ესპოოში შედგა.

ყველაზე კარგ შედეგს გამარჯვებულების შემადგენლობაში ტედ მაკფადენმა მიაღწია და 24 ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, ანგარიშზე 17 ქულა, ექვსი მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემაა. 10 ქულაზე მეტი მოაგროვა ჩვენი გუნდის კიდევ ორმა მოთამაშემ - გივი ბაქრაძემ (12) და გიორგი შერმადინმა (11).

 

Игрок сборной Грузии по баскетболу Тед Макфадден
საქართველოს კალათბურთის ნაკრების მოთამაშე ტედ მაკფადენი

ქართველმა კალათბურთელებმა მატჩის პირველი სამი მეოთხედი მოიგეს (27:24, 19:15, 19:15) და მხოლოდ დასკვნით მონაკვეთში მისცეს თავს მოდუნების უფლება, შედეგად შვეიცარიამ ოთხქულიანი უპირატესობა 26:30 მოიპოვა.

დღევანდელი წარმატება ილიას ზუროსის გუნდისთვის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე გამარჯვებაა. ადრე საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია მისსავე პარკეტზე დაამარცხა (96:88), სერბეთს 94:90 მოუგო, ორი დღის წინ კი ფინეთის ნაკრებზეც გაიმარჯვა (91:85). სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველო თავისი ჯგუფის ლიდერია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ფორმალური ხასიათისაა. საქართველო, როგორც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, ავტომატურად ფლობს კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობის უფლებას.

შესარჩევი ციკლის ორ დასკვნით თამაშს საქართველოს ნაკრები თებერვალში გამართავს. სავსებით მოსალოდნელია, მატჩი თბილისში ჩატარდეს. 19 თებერვალს ზუროსის გუნდი შეხვდება სერბეთს, ორი დღის შემდეგ კი - ფინეთის ნაკრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

32
თემები:
სპორტის ამბები (941)
ადამიანები ბალონებს ჟანგბადით ავსებენ

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

0
(განახლებულია 11:39 01.12.2020)
აზერბაიჯანულმა კომპანია Baku steel–მა, გარდა იმისა, რომ სამედიცინო ჟანგბადი სრულიად უანგაროდ გადმოსცა ქვეყანას, ასევე თავის თავზე აიღო მისი ტრანსპორტირების ხარჯები

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად სამედიცინო ჟანგბადს უსასყიდლოდ გადმოსცემს, იუწყება საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში.

კოვიდ-სასტუმროებს ჟანგბადის კონცენტრატორები გადაეცათ>>

„საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში განახორციელა შესაბამისი სამუშაოები და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების დახმარებით, ოპერატიულ რეჟიმში მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის თხევადი სამედიცინო ჟანგბადის მარაგების მოძიება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მადლობას უხდის აზერბაიჯანულ კომპანია Baku steel–ს, რომელმაც უანგაროდ გამოყო საჭირო რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი. ეს კომპანია ასევე საკუთარ თავზე აიღებს ტვირთის ტრანსპორტირების ყველა ხარჯს.

უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემა ამოწურულია.

ჟანგბადის კონცენტრატორი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროდან ჟანგბადის მოლეკულებს გამოყოფს, ახდენს მის კონცენტრაციას და ნაკადის სახით სუფთა ჟანგბადს გადასცემს. მას იყენებენ ჟანგბადის თერაპიის დროს, როდესაც პაციენტს ჟანგბადი მაღალი კონცენტრაციით მიეწოდება.

ტიკარაძის თქმით, ჟანგბადის კონცენტრატორი უკვე დამონტაჟებულია რუხის კლინიკაში. მას ასევე დააყენებენ ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

რაც შეეხება დანარჩენ კლინიკებს, ისინი ჟანგბადის კონცენტრატორებს აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში