ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი მარცხი განიცადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბასილაშვილისთვის ეს მარცხი რიგით მე-11 გახდა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონის აღდგენის შემდეგ.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს განახლებულ რეიტინგში 39-ე ნომერი) სოფიაში АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში – 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ხუსლერთან, რომელიც АТР-ს რეიტინგში 149-ე პოზიციას იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგში პოზიციები დათმო

ბასილაშვილისთვის ეს წაგება რიგით მე-11 გახდა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონის აღდგენის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ წინა ათ მატჩში ბასილაშვილმა ვერც ერთი სეტი ვერ მოიგო.

ბასილაშვილის წარუმატებელი თამაში АТР-ში მის რეიტინგზეც აისახა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში საჩოგბურთო სეზონის შეჩერებამდე მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში ქართველი სპორტსმენი 27-ე ადგილს იკავებდა.

ოქტომბერში ბასილაშვილმა პაუზა აიღო და რამდენიმე ტურნირი გააცდინა, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაესვენა. სამწუხაროდ, შესვენება ჩოგბურთელს ვერ დაეხმარა.

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა >>

აშკარაა, რომ ბასილაშვილის ასეთი ჩავარდნის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული სიტუაციაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0