თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC Fight Night 181-ის ტურნირზე ლას-ვეგასში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნახევრად მსუბუქ წონაში ჭიკაძემ ჯეიმი სიმონსს სძლია.
ორთაბრძოლის პირველივე წუთებიდან ჭიკაძემ უპირატესობა მოიპოვა. სიმონსმა, რომლისთვისაც ეს ბრძოლა UFC-ში სადებიუტო ოყო, ჭიკაძის პარტერში გადაყვანა სცადა, მაგრამ ჩვენი მებრძოლი თავს იცავდა და ფეხზე მყარად იდგა.
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ სიმონსის წაგებაში დიდი როლი მისმა საკმაოდ მოცულობითმა ვარცხნილობას შეასრულა. ერთ-ერთ მომენტში ამერიკელი თმას ისწორებდა, სწორედ ამ დროს მიაყენა მეტოქეს „მიდლ-კიკი“, შემდეგ კი ეფექტური „მავაში“ საფეთქელში. სიმონსი კანვასზე დაეცა და ჭიკაძეს მოსაგებად მხოლოდ ტექნიკა დასჭირდა.
ჭიკაძისთვის UFC-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე ეს გამარჯვება ზედიზედ მეხუთეა.
არსებობს ვარაუდი, რომ ჭიკაძე კიდევ ერთვ ბრძოლას დეკემბრის დასაწყისში გამართავს. ეს საკითხი ბრძოლის შემდეგ ჭიკაძემ UFC-ს პრეზიდენტ დანა უაიტთან განიხილა.