ილია სულამანიძე

ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო

84
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი იუნიორთა შორის დაასრულა სამი მედლით - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს

თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ხორვატიის ქალაქ პორეჩეში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში სულამანიძემ იპონით დაჯაბნა მერთ სისმანლარს თურქეთიდან. ქართველი ძიუდოისტისთვის კონტინენტურ პირველობაზე იუნიორთა შორის ეს უკვე მეორე წარმატებაა.

ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ ერთი ჯილდო შეემატა. მძიმეწონიანთა ორთაბრძოლაში (+100 კგ) ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა აიღო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა პოლონელ ვიოჩეკ კორდალიკს სძლია.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა. ტურნირის პირველ დღეს ვერცხლი ლუკა კაპანაძემ (-66 კგ) დაიმსახურა.

ჭაბუკთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. პირველობა არავის არ დაუთმეს რუსმა ძიუდოისტებმა - მათ ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

84
თემები:
სპორტის ამბები (947)
კალათბურთი

FIBA-ს გადაწყვეტილებით თებერვლის „ბაბლს“ საქართველო უმასპინძლებს

36
(განახლებულია 20:35 04.12.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2021 წლის თებერვალში საშინაო შეხვედრებში ფინეთისა და სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ჩვენი ნაკრები პირველ ადგილს იკავებს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩებს მასპინძლის რანგში გამართავს. გადაწყვეტილება ევროპის მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, FIBA-ს ბორდის სხდომაზე მიიღეს, იუწყება „პირველი არხი“.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები FIBA-ს გადაწყვეტილებით ე.წ. „ბაბლის“ სისტემით იმართება.

FIBA-ს ბორდის სხდომა 4 დეკემბერს გაიმართა, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილია.

თებერვალში საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურებში ჩვენი ნაკრები სერბეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება.

FIBA-მ შესარჩევი ეტაპის „ბაბლის“ სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. სისტემის თანახმად, ჯგუფის ყველა მონაწილე ნაკრები ერთ ქვეყანაში იკრიბება და მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში თამაშობს.

წინა შემთხვევაში ნოემბრის „ბაბლის“ მასპინძელი ფინეთი იყო, სადაც თითოეულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა ნოემბერში მასპინძელ ფინეთსა და შვეიცარიის ნაკრებს მოუგო, რის შედეგადაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტ-2022-ზე საქართველო ერთ-ერთი მასპინძელია და საკვალიფიკაციო მატჩებს მისთვის ქულების მხრივ მნიშვნელობა არ აქვს, ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში შვეიცარიისა და ფინეთის ნაკრებების გარდა უძლიერესი სერბეთის დამარცხებაც შეძლო და ამჟამად ჯგუფის ლიდერია.

36
თემები:
სპორტის ამბები (947)

ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან ვიდეო

27
(განახლებულია 15:47 04.12.2020)
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რვა ერის თასის გათამაშების დასკვნით შეხვედრას მე-7 ადგილისთვის ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ფიჯის ნაკრებს ტურნირზე არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, რადგან გუნდის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახლა ფიჯელები უკვე მზად არიან ქართულ ნაკრებთან შესახვედრად ედინბურგში, „მარიფილდის“ სტადიონზე.

საქართველოს ნაკრებში ტრავმების გამო შეხვედრას გამოტოვებენ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე, თუმცა მათი თანაგუნდელები მეტოქესთან შესახვედრად სათანადოდ ემზადებიან.

27
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 5 დეკემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:18 02.12.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 5 დეკემბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

მთვარე ლომის ნიშანში – ენერგიული. შემოქმედებითი განახლებისა და აღმავლობის დროა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე ჩნდება რისკის სურვილი.

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის. „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია გუნდური მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაჭრა, აქტიური მუშაობა, ბიზნეს–საქმიანობა, მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საკითხების მიღება, კავშირების გამტკიცება, ახალი საქმეების დაწყება.

არარეკომენდებულია შურისა და არაკეთილმოსურნეობის გამოჩენა, გარემოებების იმედად ყოფნა, პასიურობა.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: წარმატებული და იღბლიანი დროა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: ლომი არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ნესტიან ადგილებში დათესვა მარცვლოვნების, ბალახის დათესვა გაზონებზე, იმ ხილისა და ბოსტნეულის დათესვა–დარგვა, რომლებსაც სინოტივე არ უყვართ. ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.

0