ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვა

© photo: Georgian Football Federation / FBსაქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფას ერთა ლიგის გასული გათამაშების ფინალი თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც EURO-ზე საგზურის მოსაპოვებლად საქართველოსთან მატჩისთვის მოსამზადებლად ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. თამაში თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება.

ანგელოვსკის განკარგულებაში ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება, რადგან ელიფ ელმასი კვლავ მწყობრშია. „ნაპოლის“ ნახევარმცველს კორონავირუსი ჰქონდა, და მან ეროვნული გუნდის ოქტომბრის მატჩები გააცდინა.

მეკარეები:

სტოლე დიმიტრიევსკი („რაიო ვალიეკანო“, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი („ეთნიკოსი“, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი („დოქსა“, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი („სილექსი“, ჩრდილოეთ მაკედონია“).

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
ისტორიული მატჩის მოსაგებად 29 ფეხბურთელი ემზადება – ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

მცველები:

ვისარ მუსლიუ („ფეჰერვარი“, უნგრეთი), ეგზონ ბეიტულაი („შკენდია“, ჩრდილოეთ მაკედონია), კირე რისტევსკი („ყიპეშტი“, უნგრეთი), სტეფნ რისტოვსკი („სპორტინგი“, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი („რიეკა“, ხორვატია), გეკო ზაიკოვი („შარლერუა“, ბელგია), ეზგან ალიოსკი („ლიდსი“, ინგლისი).

ნახევარმცველები:

ენის ბარდხი („ლევანტე“, ესპანეთი), არიან ადემი („დინამო“, ზაგრები), ბობან ნიკოლოვი („ფეჰერვარი“, უნგრეთი), სტეფან სპიროვსკი (AEK, კვიპროსი), ელიფ ელმასი („ნაპოლი“, იტალია), ტიხომირ კოსტადინოვი („რუჟემბეროკი", სლოვაკეთი).

თავდამსხმელები:

გორან პანდევი („ჯენოა“, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (AEK, კვიპროსი), ილია ნესტეროვსკი („უდინეზე“, იტალია), ალექსანდრე ტრაიკოვსკი („მალიორკა“, ესპანეთი), კრსტე ველკოვსკი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ვლატკო სტოიანოვსკი („შამბლი", საფრანგეთი).

საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია - Sputnik საქართველო
საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

გასული გათამაშების უეფას ერთა ლიგის ფინალი თბილისში 12 ნოემბერს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ეპიდვითარაბის გამო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნებით გაიმართება.

ფინალის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0