ვლადიმირ ვაისი

ისტორიული მატჩის მოსაგებად 29 ფეხბურთელი ემზადება ვაისმა შემადგენლობა დაასახელა

88
(განახლებულია 19:36 05.11.2020)
მოახლოებულ მატჩებში საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის თვეში გასამართი მატჩების წინ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ნოემბრის თვეში გასამართი სამი შეხვედრისთვის სლოვაკი სპეციალისტის მიერ შერჩეული 29 ფეხბურთელი მოემზადება. ეროვნული გუნდი 12 ნოემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალურ შანსს მიიღებს. ჯვაროსნები „დინამო არენაზე“ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდებიან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში.

ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებიც გამოჩნდა. ნაკრების მაისურს ვოლგოგრადის „როტორის“ შემტევი ბექა მიქელთაძე პირველად მოირგებს. აღსანიშნავია, რომ მიქელთაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ლეგიონერებთან ერთად ნაკრების თავკაცმა „ეროვნული ლიგის“ ოთხ ფეხბურთელს უხმო: გიორგი ნავალოვსკი, მამუკა კობახიძე, ჯაბა ჯიღაური („დინამო“ ბათუმი) და ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“). ასევე გუნდის გაფართოებულ განაცხადშია „საბურთალოს“ მარჯვენა მცველი ნიკა მალი და თბილისის „ლოკომოტივის“ კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი.

მათ გარდა გაფართოებულ შემადგენლობაში ვლადიმერ ვაისი კიდევ სამ ფეხბურთელს განიხილავს: გიორგი ხარაიშვილი („გეტებორგი“, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზლინი“, ჩეხეთი) და ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი).

ტრავმების გამო კვლავ განაცხადს მიღმა დარჩნენ ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე, რომლებიც ნოემბერში გასამართ სამივე სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

  • მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი, საქართველო)
  • მცველები: გურამ კაშია („სან ხოსე", აშშ), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე", ესპანეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი", ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე („დინამო" ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი („დინამო" ბათუმი), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში", ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  • ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი", კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („ოვიედო", ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი", თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ", თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი", ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია", ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო" ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი)
  • თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე" ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი", ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე („როტორი", ვოლგოგრადი, რუსეთი).

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის შეხვედრა მიმდინარე წელს ორჯერ უკვე შედგა. ერთა ლიგის C დივიზიონში ჩატარებული ორივე მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

12 ნოემბრის ფინალის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკვე 2020/21 წლის გათამაშების ფარგლებში 15 და 18 ნოემბერს სომხეთისა და ესტონეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება. ამჟამად C დივიზიონის მე-2 ჯგუფში საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია 6-6 ქულით ლიდერობენ. ბალკანელები ცხრილში პირველ ადგილს გატანილი და გაშვებული გოლების წყალობით ინარჩუნებენ.

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს. 12, 15 და 18 ნოემბერს გასამართ სამივე შეხვედრაში ჩვენი გუნდი მასპინძელი იქნება.

88
თემები:
სპორტის ამბები (1129)
გელა ზაალიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

40
ამ შედეგით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი დაიკავა იაპონიამ, ხოლო მესამე - რუსეთმა.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში ტურნირის ბოლო დღეს მედლების გარეშე დარჩნენ.

ბრინჯაოს აღება შეეძლო გელა ზაალიშვილს (+100 კგ), მაგრამ მესამე ადგილისთვის გამართულ ორთაბრძოლაში ქართველი მძიმეწონოსანი უკრაინელ იაკოვ ჰამოსთან დამარცხდა. მანამდე კი ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსეთის წარმომადგენელს, ტამერლან ბაშაევს ვერ აჯობა.

წარუმატებლად იასპარეზა სოფია სომხიშვილმაც (+78 კგ), რომელმაც პირველივე ბრძოლა სამხრეთკორეელ ჰაიუნ კიმთან წააგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა: ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) - ოქრო, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) - ვერცხლი, ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ) - ბრინჯაო.

ამ შედეგით საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი დაიკავა იაპონიამ (2-0-1), ხოლო მესამე - რუსეთმა (1-1-1).

40
ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

38
(განახლებულია 21:01 12.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნული გამარჯვების შემდეგ საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალურ ეტაპზე იანიკ ჰანფმანს შეხვდება.

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო.

29 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის მეოთხედფინალურ ეტაპზე 20 წლის გერმანელი რუდოლფ მოლეკერი ორ სეტში ანგარიშით 7:6, 7:6 დაამარცხა.

მასპინძელ მოლეკერსა და ნიკოლოზს შორის მატჩი ერთ საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილის ანგარიშზე არცერთი ორმაგი შეცდომა და ხუთი ჩაწოდებული ეისია.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელს ჩოგბურთელს დაუპირისპირდება. საქართველოს პირველი ჩოგანი იანიკ ჰანფმანს შეხვდება, რომელსაც ნიკოლოზთან ჯერ არასდროს უთამაშია. ჰანფმანსა და ბასილაშვილს შორის შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

38

მოულოდნელი ხიფათი: ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა - ვიდეო

0
(განახლებულია 23:31 12.06.2021)
ქუჩის სათვალთვალო კამერამ ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა, რა დროსაც ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან  

ვოლგოგრადის ტრასაზე  საკმაოდ დაბალი სისწრაფით მოძრავმა ბაიკერმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, გზაზე მოსრიალდა და გადაყირავდა. ვარდნა აშკარად არ იყო მძიმე და ახალგაზრდა არც დაშავდებოდა, რომ არა მოტოციკლისთვის მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი, რომელიც მყისიერად გადაედო ბაიკერსაც.

მან ჯერ თავად სცადა ტანსაცმელზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბაიკერის საბედნიეროდ, გამვლელებმა მანქანები გააჩერეს და ახალგაზრდა კაცს დახმარება აღმოუჩინეს.   

 

0