სამბო

საქართველოს სამბოს ნაკრები გუნდში კორონავირუსის გამო მსოფლიო ჩემპიონატიდან მოიხსნა

43
(განახლებულია 13:27 05.11.2020)
მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, ამჟამინდელ მსოფლიო პირველობაში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატში სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 5–8 ნოემბერს, რადგან გუნდში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამბოს ევროპის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი ელისეევმა განუცხადა.

„შევიტყვეთ, რომ ტურნირზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – საქართველოს ნაკრები ვერ ჩამოვა. გუნდში ბევრი დაავადდა კორონავირუსით, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი. ამის გამო ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა“, – განაცხადა ელისეევმა.

მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე, რომელიც გასულ წელს სეულში გაიმართა, ქართველ სამბისტთა ნაკრებმა (8 – მამაკაცი, 2 – ქალი) ჯამში 10 მედალი მიიღო. საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა (რუსეთისა და მონღოლეთის შემდეგ).

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. შეჯიბრებებს მაყურებელი არ დაესწრება.

43
თემები:
სპორტის ამბები (939)

საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის - ვიდეო

8
საფრანგეთის ქალაქ ესპოუში „ევრობასკეტ - 2022-ის“ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს და ფინეთის ნაკრებებმა შეხვედრა გამართეს

ქართულმა გუნდმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 91 - 85, რითაც მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც 27 ქულა მოუტანა გუნდს და 10-ჯერ მოხსნა მოწინააღმდეგის ბურთი ფარიდან. 19 ქულა მოიპოვა თორნიკე შენგელიამ და მოხსნა 8 ბურთი.

ამავე ჯგუფში 92-90 ანგარიშით გაიმარჯვა შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრისას.

საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს ესპოუში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდება. 

8
საქართველოს რაგბის ნაკრები - ირლანდიის ნაკრები

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ირლანდიასთან წააგო, მაგრამ ღირსეულად ითამაშა

54
(განახლებულია 21:35 29.11.2020)
საქართველოს ნაკრებმა А ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეშვიდე-მერვე ადგილისთვის ფიჯის გუნდს დაუპირისპირდება

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან 10-23 წააგო, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს პრაქტიკულად თანაბარი თამაშით დაუპირისპირდა.

გამარჯვებულთა ანგარიშზეა ორი წარმატებული ლელო. მათი ავტორები ბილი ბერნსი და ხიუგო კინანი გახდნენ. საქართველოს ჩათვლის ზონაში ორი დადებული ლელოს გარდა, „მწვანეებმა“ სამი ზუსტი საჯარიმოს და ორი გარდასახვა შეასრულეს. ისინიც თავის ანგარიშზე ბერნსმა ჩაიწერა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, წარმატებული ლელოს ავტორი გიორგი კვესელაძე გახდა. გარდასახვა და საჯარიმო დარტყმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა. ეს ქულები ქართველი ბიჭებისთვის ტურნირზე პირველი გახდა. პირველი ორი მატჩი „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისთან (0:40) და უელსთან (0:18) მშრალად წააგეს.

საქართველოს ნაკრებმა А ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირზე მეშვიდე-მერვე ადგილისთვის დაუპირისპირდება ფიჯის გუნდს, რომელმაც В ჯგუფში ასევე ბოლო ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სამივე მატჩში კუნძულის მკვიდრთ ტექნიკური წაგება 0:28 ჩაუთვალეს. ტურნირის დაწყებამდე ფიჯის ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე კორონავირუსით დაინფიცირდა. თუმცა საქართველოსთან მატჩის წინ ფიჯის გუნდი უკვე ფორმაში ჩადგება.

თამაში საქართველოს და ფიჯის ნაკრებებს შორის 5 დეკემბერს გაიმართება.

„შემოდგომის ერთა თასის“ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები, რომლებიც ჯგუფების ლიდერები გახდნენ.

54
თემები:
სპორტის ამბები (939)
გიორგი სუხიტაშვილი

„შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ბანკში ვიხდი“ - მომღერალმა შესაძლოა ბინა დაკარგოს

0
(განახლებულია 13:37 30.11.2020)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ავტომობილს ყიდის, რათა ბანკში ბინის გამო აღებული სესხი გადაფაროს. ამის შესახებ მომღერალმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემის წინაშე დგას და ბინის სესხის გადახდა უჭირს.

 

მომღერლის თქმით, მისი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა და მისმდგომარეობაში ბევრი ხელოვანია, დღევანდელი თვიური ანაზღაურება კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკში შესატანი თანხის ოდენობა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს.

34 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება