ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია „ბუნდესლიგაში“ „რუბინს“ გერმანიიდან დაუკავშირდნენ

46
(განახლებულია 21:08 04.11.2020)
დორტმუნდის „ბორუსიას“ კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, სხვა უცხოურ კლუბებთან ერთად, კონკურენციას ესპანური „სევილიაც“ გაუწევს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გერმანულ გრანდში ვიხილოთ. „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველით დორტმუნდის „ბორუსია“ ინტერესდება. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალება transfermarketweb-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გერმანული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს აქტიურობას, რადგან კვარაცხელიათი, სხვა კლუბებთან ერთად, ესპანური „სევილიაც“ სერიოზულად ინტერესდება.

ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა>>

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, გერმანულმა გრანდმა ყაზანის „რუბინს“ პირველი შეთავაზებით უკვე მიმართა. ამ დროისათვის შეთავაზების პირობები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა შემტევს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებასთან საუბრისას განაცხადა, რომ მის კლიენტს შემოთავაზებები ხუთი ცნობილი კლუბისგან ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელით იტალიური გუნდები „ტორინო“, „სასუოლო” და „უდინეზე” ინტერესდებოდნენ. მამუკას ასევე ბელგიური „გენტისა“ და ავსტრიის „ზალცბურგის“ წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ. ჯუღელმა აღნიშნულ შემოთავაზებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხვიჩას ჯერ კიდევ სჭირდებოდა რუსეთის პრემიერლიგაში გამოცდილების დაგროვება.

კვარაცხელია „რუბინში“ გასულ ზაფხულს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა.

ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი 14 ოქტომბერს ერთა ლიგის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას გაუტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში უკვე რამდენჯერმე დასახელდა ტურის საუკეთესო მოთამაშედ. ის Transfermarket-ზე 7.5 მილიონად არის შეფასებული.

46
თემები:
სპორტის ამბები (928)
საქართველოს ნაკრები

FIBA-მ რეიტინგი განაახლა: საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

20
(განახლებულია 12:38 25.11.2020)
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს ფინეთისა და შვეიცარიის გუნდებთან გამართავს.

 

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებამდე კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია  FIBA-ის განახლებულ რეიტინგში საქართველოს კალათბურთის ნაკრები ექვსი საფეხურით დაწინაურდა და ევროპაში მე-12 ადგილს იკავებს, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა. ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონ სლოვენიას გადაასწრო, რომელიც ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა ასევე უკან ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები, რომელიც მე–13 ადგილზეა.

„ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მოწინავე პოზიციებზეა და მომდევნო ორი თამაშის მოგების შემთხვევაში, ჯგუში ოთხი გამარჯვებითა და არცერთი წაგებით, კიდევ უფრო დაწინაურდება“, - აღნიშნულია FIBA-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში უკვე ჩავიდა, საიდანაც ქალაქ ესპოოში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრებს მასპინძელ ფინეთთან და შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს დაუპირისპირდება, 30 ნოემბერს კი შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად  ერთ-ერთი მასპინძლის რანგში შეხვდება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

მიუხედავად ამისა, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩვენმა გუნდმა უკვე დააარცხა შვეიცარია ანგარიშით 96:88 და სერბეთი 94:90, რის შედეგადაც ორი მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება.

20
თემები:
სპორტის ამბები (928)
ქალთა ფეხბურთი. „ლანჩხუთი“

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგაში ქალთა შორის ითამაშებს

34
ქართული კლუბი ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის 1/16 ფინალში შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება. ტურნირის გათამაშება შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

დაპირისპირება ორ მატჩს მოიცავს - შინ და გასვლაზე. პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩი - 15 ან 16 რიცხვში. სად გამართავს „ლანჩხუთი“ პირველ მატჩს - შინ თუ გასვლაზე, ჯერჯერობით უცნობია.

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ქალთა ლიგის ძირითად ბადეში ორი რაუნდის გადალახვის შემდეგ კვალიფიკაციიდან მოხვდა. თავდაპირველად გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა ყაზახურ გუნდ „ოკჟეტპესს“ 2:1 მოუგეს, შემდეგ - რუმინეთის „კლუჟს“(1:0).

„ლანჩხუთი“ - პირველი ქართული გუნდია, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონთა ქალთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია ფრანგული „ლიონი“.

34
თემები:
სპორტის ამბები (928)

Agora Awards: 2020 წლის საუკეთესო ფოტოები

0
  • უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“
  • ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“
  • გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“
  • ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“
  • ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“
  • რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“
  • იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“
  • პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“
  • იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“
  • ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“
  • ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“
  • რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“
  • ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“
  • ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“
  • რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“
ფოტოაპლიკაცია Agora-ს კონკურსის #BestPhotoOf2020 ფინალისტები გამოვლინდნენ. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საუკეთესო სურათები ფოტოკონკურსიდან

წელს კონკურსში მთელი მსოფლიოდან 8 700 ნამუშევარი მონაწილეობდა. გამარჯვებული გახდა მწყურვალი ჭიანჭველების სურათი. ფოტომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო ხუთივე შესარჩევ ტურში. 2020 წელს ფინალში 50 ფოტოგრაფი გავიდა.

ახლა ფინალისტები პირველი ადგილისათვის და მთავარი ჯილდოსთვის - 25 ათასი დოლარისთვის შეჯიბრებას განაგრძობენ. გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც პლატფორმის 3,5 მილიონი მომხმარებლის უმეტესობის ხმას მიიღებს.

გამარჯვებული გამოვლინდება 28 დეკემბერს. სულ #BestPhotoOf2020-ზე 35 ათასზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა 135 ქვეყნიდან.

0
  • უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“

    უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“

  • ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“
    © photo : Agora @damiane

    ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“

  • გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“
    © photo : Agora @imkaphotos

    გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“

  • ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“
    © photo : Agora @e2ek

    ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“

  • ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“
    © photo : Agora @caokynhan

    ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“

  • რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“
    © photo : Agora @pavelkun

    რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“

  • იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“
    © photo : Agora @e.stis

    იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“

  • პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“

    პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“

  • იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“
    © photo : Agora @reiko.t

    იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“

  • ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“
    © photo : Agora @joeshellyy

    ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“

  • ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“

    ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“

  • რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“
    © photo : Agora @fondphoto

    რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“

  • ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“
    © photo : Agora @jsrpixel

    ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“

  • ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“
    © photo : Agora @matheo_jbt

    ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“

  • რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“

    რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“