საქართველო–ინგლისი: ბორჯღალოსნები ბრიტანეთში დანაკლისით ჩავლენ

© photo : Georgian Rugby / FBრაგბი. ერთა თასი. საქართველომ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა
რაგბი. ერთა თასი. საქართველომ ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს ინგლისს დაუპირისპირდება. რაგბის „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩვენს გუნდს, ინგლისის გარდა, უელსთან და ირლანდიასთან მოუწევს შეხვედრა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მორაგბეები, რომლებიც ქართულ კლუბებში ასპარეზობენ, თავიანთ გუნდებს „დიდი 10“-ის უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარებიან, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.

„ექვსი ერის“ ტესტირებების ზედამხედველობის ჯგუფის (TOG) რეკომენდაციით, ისინი „შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე „შევარდენის“ ბაზაზე დარჩებიან.

რაგბი. საქართველო–შოტლანდიის დაპირისპირება - Sputnik საქართველო
გაირკვა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა – ბორჯღალოსნები შოტლანდიას დანაკლისით ხვდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს სურდა, რომ ნაკრების კანდიდატებს 1, 2 და 6 ნოემბერს კლუბების შემადგენლობაში ეასპარეზათ, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. მაგრამ TOG-მა ჩათვალა, რომ ეს გაუმართლებელი რისკი იქნებოდა კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე „ექვსი ერის“ ტესტირებების ზედამხედველობის ჯგუფმა ჩვენს გუნდს რეკომენდაციის ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილში ნათქვამია, რომ მორაგბეები იზოლაციაში უნდა დარჩნენ და 11 ნოემბრამდე კიდევ ორი ტესტი ჩაიტარონ.

„სამწუხაროა, რაც დაგეგმილი გვქონდა, არ გამოდის და მორაგბეები სათამაშო პრაქტიკას ვერ მიიღებენ. ვერანაირი ვარჯიში ვერ ცვლის თამაშს, რისი დეფიციტიც გვაქვს. შევეგუეთ, რომ „საველე პირობებში“ გვიწევს ყოფნა და ნებისმიერი რეგულაციისა და წინაღობისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბიჭები უკვე ბაზაზე არიან და ემზადებიან „შემოდგომის ერთა თასისთვის“, – განაცხადა ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

საქართველოს რაგბის ნაკრები ინგლისში 8 ნოემბერს მიემგზავრება. 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00 საათზე ჩვენი გუნდი მასპინძელ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. „შემოდგომის ერთა თასზე“ ეროვნულ ნაკრებს, ინგლისის გარდა, უელსთან და ირლანდიასთან მოუწევს შეხვედრა.

რაგბი: საქართველო–რუსეთის შეხვედრა ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო>>

ჩვენი ნაკრები ინგლისს მესამედ დაუპირისპირდება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეხვედრა მსოფლიო თასის მიღმა შედგება. მატჩი ლეგენდარულ „ტვიკენჰემზე“ გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებს არასდროს უთამაშია. 1907 წელს აშენებული ლეგენდარული არენა 82 ათას მაყურებელს იტევს.

ყველა ახალი ამბავი
0