საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალი სტადიონების გახსნას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის თბილისში რამდენიმე სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს – ვაკეში, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ფეხბურთის მომავლისთვის აუცილებელია ახალი სტადიონების არა მარტო თბილისში, არამედ ქვეყნის რეგიონებშიც გახსნა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო
ბათუმის ახალი სტადიონი საქართველოს ნაკრების მატჩებს პირველად უმასპინძლებს

მისი თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებსა და მის შემოგარენში უკვე ხორციელდება კონკრეტული პროექტები. მშენებლობას აფინანსებენ სფფ და ფიფა.

განხორციელებულ პროექტებს შორისაა გლდანსა და ვარკეთილში საფეხბურთო ცენტრები.

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ასეთი პროექტის განხორციელება, რათა იყოს მეტი სტადიონი, რომელზეც უფრო მეტი ბავშვი ივარჯიშებს, ვიდრე დღეს. ჩვენ უკვე ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს ვაკეში, სპორტის აკადემიის სტადიონის ტერიტორიაზე, ნუცუბიძის პლატოზე და დიდ დიღომში“, – განაცხადა კობიაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მომავალ კვირაში დაგეგმილია სპორტის აკადემიის სტადიონის გახსნა.

ზაფხულში დასრულდა ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილზე, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ყველა ახალი ამბავი
0