საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარცხი - შვეიცარიამ სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა

© courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ახალგაზრდრული საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს ახალგაზრდრული საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფში პირველ ადგილს შვეიცარიის ნაკრები 21 ქულით იკავებს. მას საფრანგეთი 3 ქულით ჩამორჩება. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებები კი 9-9 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა EURO 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შეხვედრა გორში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0-3 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გოლი 27-ე წუთზე საფრანგეთის „ნიცას“ თავდამსხმელმა დენ ნდოიმ შეაგდო. მატჩის მეორე ნახევარში ლაკვეხელიანის მხრიდან წესების დარღვევას თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაშვებული მეორე უპასუხო გოლი მოჰყვა, ხოლო საბოლოო ანგარიში 0-3 81-ე წუთზე შვეიცარიელთა ნახევარმცველმა პეტარ პუსიჩმა დააფიქსირა.

საქართველო-ბელარუსი - 1:0!!!!!!!!!!!! - Sputnik საქართველო
„საუკუნის მატჩი“: საქართველომ ბელარუსი დაამარცხა და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა

აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს ხუთი საკვანძო ფეხბურთელი აკლდა - უგუნდოდ დარჩენილი გიორგი არაბიძე, რომელმაც უკვე დიდი ხანია ქართველ გულშემატკივარს თავი დაავიწყა, კვლავ არ იყო მოედანზე. ასევე გუნდს აკლდნენ მეკარეები – ლუკა გუგეშაშვილი და გიორგი მამარდაშვილი. ამ უკანასკნელს ლიხტენშტაინთან მიღებული წითელი ბარათი გამოჰყვა და ქართველების კარს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მეკარე ლუკა სანიკიძე იცავდა. დაგროვებული ბარათების გამო გამოტოვა შეხვედრა გიორგი კუციამაც.

ჯგუფში პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. სლოვაკმა ახალგაზრდება აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლეს და ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. საფრანგეთმა ლიხტენშტაინი კი ხუთი უპასუხო გოლის წყალობით გაანადგურა და ჯგუფში მეორე ადგილი გაიმყარა.

ჯგუფში პირველ ადგილს შვეიცარიის ნაკრები 21 ქულით იკავებს, რომელსაც საფრანგეთი 3 ქულით ჩამორჩება და მეორე პოზიციაზეა. საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებები კი 9-9 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.

ქართველი ახალგაზრდები შემდეგ მატჩს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 13 ოქტომბერს გორში გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0