საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავენ

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობენ
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბელარუსის გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცეს გიორგი გახარიამ, კახა კალაძემ და მიხეილ ჩხენკელმა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყნის ნაკრებს ბელარუსის გუნდთან გამარჯვება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ქართველი ფეხბურთელების ფოტო წარწერით „გილოცავთ!“ და ჰეშთეგით „საქართველო იგებს“.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში გუშინ გაიმართა. სტადიონს მაყურებელი ვერ დაესწრო – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ეპიდემიური რისკებიდან გამომდინარე. საქართველომ მეტოქე 1:0 დაამარცხა. უეფას ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

გაირკვა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის ფინალში>>

გამარჯვება ფეხბურთელებს ასევე მიულოცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ამ გამარჯვებას ისტორიული უწოდა.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
„დასასრული დაძაბული იყო“ - ვაისმა ქართველების გამარჯვებაზე ისაუბრა

„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას! ბელარუსის ნაკრებთან დღევანდელი მოგება მართლაც რომ განსაკუთრებით დასაფასებელია. ახლა დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ. გისურვებთ წარმატებას პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ერთად გვეზეიმოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა!“ – განაცხადა ჩხენკელმა.

ქართველ ფეხბურთელებს მიულოცა ასევე წარსულში ფეხბურთის ვარსკვლავმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს! იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს“, – დაწერა კალაძემ თავის Facebook-გვერდზე.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველომ მოიგო, ოქრიაშვილი ემოციებს ვერ მალავდა - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალშია! ბელარუსთან მატჩის საუკეთესო ფოტოები

თბილისის „დინამო არენაზე“ გუშინ უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ფინალისტი გაირკვა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის განაგრძობს ბრძოლას.

თბილისში 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ამ საგზურისთვის იბრძოლებენ. დღემდე დიდ ტურნირებზე არც ერთი ნაკრები არასდროს გასულა.

ფინალურ მატჩამდე ამ ქვეყნების ნაკრებები სკოპიეში 15 ოქტომბერს ერთმანეთს ერთა ლიგის მიმდინარე ტურნირის ფარგლებში შეხვდებიან. გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ თბილისში და მაშინ მატჩი 1:1 დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0