გაირკვა, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის ფინალში

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა
საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის თბილისში ნოემბერში ჩატარდება, მაგრამ მანამდე, 15 ოქტომბერს მეტოქეები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფარგლებში შეხვდებიან.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა კოსოვოს 2:1 სძლია და ის ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

ამგვარად, თბილისში 12 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებენ. დღემდე ასეთ დიდ ტურნირებზე არც ერთი ნაკრები არასდროს გასულა.

„დასასრული დაძაბული იყო“ - ვაისმა ქართველების გამარჯვებაზე ისაუბრა>>

12 ნოემბრის ფინალურ მატჩამდე ამ ქვეყნების ნაკრებები სკოპიეში 15 ოქტომბერს ერთმანეთს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფარგლებში შეხვდებიან. გუნდები ერთხელ უკვე შეხვდნენ თბილისში და მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ ბელარუსის გუნდს 1:0 მოუგო და ერთა ლიგის 2018–2019 წლების გათამაშების ფინალში გავიდა D დივიზიონში.

ყველა ახალი ამბავი
0