ლაშა შავდათუაშვილი

ბუდაპეშტში ტურნირზე 19 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზეს

42
(განახლებულია 19:59 08.10.2020)
მთლიანობაში ტურნირში მსოფლიოს 81 ქვეყნიდან 657 ძიუდოისტი (393 ვაჟი და 264 ქალი) მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 8 ოქტომბერი  — Sputnik.  სერია „დიდი სლემის“ ტურნირზე, რომელიც ბუდაპეშტში 23–25 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრების 19 ძიუდოისტი – 14 ვაჟი და 5 ქალი – მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი სპორტსმენები შვიდივე წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილი – თითოეულში ორი მონაწილე. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრების უძლიერესი შემადგენლობა წავა.

საქართველის ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა: 

(-60 კგ) – ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

(-66 კგ) – ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი

(-73 კგ) – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი

(-81 კგ) – ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი

(-90 კგ) –ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური

(-100 კგ) –ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

(+100 კგ) – ლევან მათიაშვილი, გელა ზაალიშვილი

რაც შეეხება ქალებს, ქართველი სპორტსმენები ოთხ წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილი: 

(-52 კგ) – ტატიანა ლევიცკა–შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი

(-57 კგ) – ეთერი ლიპარტელიანი

(-70 კგ) – მარიამ ჭანტურია

(+78 კგ) – სოფია სომხიშვილი

მთლიანობაში ტურნირში მსოფლიოს 81 ქვეყნიდან 657 ძიუდოისტი (393 ვაჟი და 264 ქალი) მიიღებს მონაწილეობას.

კორონავირუსის პანდემიის გამო IJF–ის ეგიდით ძიუდოში შეჯიბრებები არ ჩატარებულა. სექტემბრის დასაწყისში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე „დიდი სლემის“ სერიიდან ორი ტურნირი  – ბუდაპეშტსა და ტოკიოში ჩატარდება. ამასთან, მომავალი წლის იანვრის დასაწყისში კი დოჰაში (ყატარი) „მასტერსის“ სერიიდან ტურნირი გაიმართება.

სამივე ტურნირი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მათზე 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

42
თემები:
სპორტის ამბები (859)
ფეხბურთი

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

29
(განახლებულია 18:32 19.10.2020)
კორონავირუსმა გათამაშების გრაფიკში კორექტივები შეიტანა – თბილისის „დინამოსთან“ დაგეგმილი მატჩი 4 ნოემბერს გადაიტანეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" მოთამაშეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან – კორონავირუსი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს დაუდასტურდა, იუწყება „მთავარი არხი“.

კლუბის პრეზიდენტის გიორგი ყიფიანის განცხადებით, „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი მწვრთნელის ინფიცირების შესახებ ცნობილი 14 ოქტომბერს გახდა. ამჟამად თვითიზოლაციაში არიან როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები და კლუბის მთელი პერსონალი.

ახალი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის მატჩი „ლოკომოტივსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 4 ნოემბერს გადაიტანა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 663 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

29
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნიჩბოსნობა

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

22
(განახლებულია 16:10 19.10.2020)
სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი საზოგადოება „რუსთაველებისა“ და ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობით ხორციელდება.

ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კლუბი საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.

„ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლონ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

22
თემები:
სპორტის ამბები (859)
დედოფალი ელიზაბეტი

ელიზაბეტ II-მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და მკვლელი შეიწყალა

0
(განახლებულია 12:35 20.10.2020)
დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც - დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი 

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II–მ უკიდურესად იშვიათი პრეროგატივა გამოიყენა და შეიწყალა მკვლელი, რომელმაც 2019 წლის ნოემბერში ლონდონის ხიდზე ტერორისტის შეჩერებაში მიიღო მონაწილეობა, იუწყება Daily Mail–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სტივენ გალანტი 2005 წელს დააპატიმრეს მეხანძრის მკვლელობისთვის და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2019 წლის 29 ნოემბერს, მიიღო რა ციხის ხელმძღვანელობისგან საპატიმროდან გასვლის უფლება პატიმრებისთვის სარეაბილიტაციო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, ის შემთხვევის წყალობით მოხვდა ლონდონის ხიდზე, სადაც 28 წლის უსმან ჰანი გამვლელებს დაესხა თავს მოსაკლავად. 

ირკვევა, რომ გალანტს იმ დღეს თან ჰქონდა ნარვალის (ზღვის ძუძუმწოვარა) ეშვი, რომელიც მას ერთ–ერთმა ჩინოვნიკმა აჩუქა. სწორედ ამ ეშვის დახმარებით შეაჩერა მან სხვა გამვლელებთან ერთად დანებითა და თვითმკვლელის ჟილეტის მულაჟით აღჭურვილი ჰანი პოლიციის მოსვლამდე. საბოლოოდ ტერორისტი სწორედ სამართალდამცველებმა მოკლეს.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედოფალმა ელიზაბეტ II–მ გამოიყენა იშვიათი სამეფო პრეროგატივა გალანტის შეწყალების თაობაზე, რომლის ქმედებებიც ქვეყნის ხელისუფლებამ „უკიდურეს სიმამაცედ“ შეაფასა.

გამოცემის ინფორმაციით, მართალია, სტივენ გალანტის გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ უნდა მიიღოს, მაგრამ უარის თქმის შანსი თითქმის არ არსებობს.  

აღსანიშნავია ისიც, რომ დედოფლის შეწყალებას მხარს უჭერს გალანტის მიერ მოკლული მეხანძრის ოჯახიც. დაღუპულის ვაჟის თქმით, მომხდარი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი. 

შეგახსენებთ: უსმან ჰანი გამვლელებს გასული წლის 29 ნოემბერს დაესხა თავს ლონდონის ხიდზე და ხუთი ადამიანი დაჭრა, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ჰანი, რომელიც 2012 წელს დააპატიმრეს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამო, 2018 წელს გათავისუფლდა ციხიდან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს