ქართველი ჩოგბურთელი პაუზას იღებს – ბასილაშვილი სამ ტურნირს გამოტოვებს

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩოგბურთო სეზონის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ რვა მატჩი წააგო.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) კარიერაში მცირე პაუზის აღება გადაწყვიტა. ის АТР-ს შემდგომ სამ ტურნირს გამოტოვებს.

ბასილაშვილი გამოტოვებს ტურნირებს სარდინიაში (იტალია) 12–19 ოქტომბერს, ბელგიის ანტვერპენში 19–25 ოქტომბერს და, დიდი ალბათობით, ტურნირს ასტანაში (ყაზახეთი).

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია – ჩოგბურთელი კვლავ დამარცხდა

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ქართველი სპორტსმენი ძალიან ცუდ ფორმაშია. კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საჩოგბურთო სეზონის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ რვა მატჩი წააგო. მას მეტოქისთვის არც ერთი სეტი არ მოუგია.

ბოლო ტურნირი პარიზში მიმდინარე „როლან გაროსია“, რომელშიც ბასილაშვილმა ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან სამ სეტში წააგო – 5:7, 4:6, 2:6.

ბასილაშვილმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა ჰამბურგშიც, სადაც მანამდე ორი წელი ზედიზედ იმარჯვებდა. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც „როლან გაროსის“ დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ბასილაშვილი გაცილებით უარეს პოზიციაზე აღმოჩნდება.

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი ცუდი თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერს არის დანიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0